The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ პატარიძე

ოთარ პატარიძე
Date of birth:1943  (81 years)
Category:Musician

Biography

საზოგადო  მოღვაწე და საფრანგეთის სათვისტომოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი ოთარ პატარიძე პარიზში ქართველი ემიგრანტების ელისე პატარიძისა და თამარ ალშიბაიას ოჯახში დაიბადა. იყო ფირმა "აგფა გევაერტის" ფინანსური დირექტორის მოადგილე და ხარისხის განყოფილების დირექტორი. იგი აქტიურად მონაწილეობს საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს საქმიანობაში და 1987-1991 წლებში იყო მისი თავმჯდომარე. 1971 წელს დაარსა ფოლკლორული გუნდი "მერანი" (არსებობდა 1991 წლამდე) და ახალგაზრდა ქართველ ემიგრანტებს შეასწავლა ქართული სიმღერა და საეკლესიო გალობა. წლების განმავლობაში იყო პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიის მგალობელთა გუნდის წამყვანი. საქართველოში პირველად 1991 წლის მაისში ჩამოვიდა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელი. 2005 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა ორმაგი მოქალაქეობა. სისტემატურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ ქართული მრავალხმიანობის სიმპოზიუმებში. ქართულ–ფრანგულ კულტურულ ღონისძიებებში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2005 წლის ნოემბერში საქართველოში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენების საქმეში. მისი აქტიური მეცადინეობით საქართველოს საარქივო დაწესებულებებს გადაეცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ოჯახებში დაცული არაერთი უნიკალური დოკუმენტი. ჰყავს ფრანგი მეუღლე და ორი შვილი – ნიკო და სოფიკო.

ოთარ პატარიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი მან ცენტრს შესწირა 2008 წლის 9 ივნისს. მანვე შესწირა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მამის, ელისე პატარიძის არქივი 2007 წლის 12 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი N745).

წყარო: 

1. http://ka.wikipedia.org/wiki/

2. http://www.manuscript.ge/index.php?m=422


Share: