The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნუნუ ჯაფარიძე

ნუნუ ჯაფარიძე
Date of birth:197?
Category:Journalist

Biography

ნუნუ ჯაფარიძე, ჯერჯერობით, ქართველ ჟურნალისტთაგან ერთადერთია, ვინც CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი FOX NEWS-ის ერთ–ერთი რეიტინგული პოლიტიკური შოუს პროდიუსერია. ბავშვობაში ჟურნალისტობაზე არ ოცნებობდა, ბალეტით იყო გატაცებული და სერიოზული გეგმები ჰქონდა. სწავლობდა 53-ე სკოლაში, პარალელურად 7 წლის ასაკიდან დადიოდა ხელოვნების სკოლაში. ამერიკაში პირველად სწორედ საბალეტო გასტროლებზე ჩავიდა 10 წლის ასაკში. სასტუმროში ყურადღება მიაქცია,რომ ტელეარხების დიდი არჩევანი იყო და წამყვ­ანები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. საბჭოთა ბავშვისთვის ეს იმდენად უცხო იყო, რომ. მიზნად დაისახა, ისე ესწავლა, რომ აუცი­ლებლად დაბრუნებულიყო ამ ქვეყანაში და წარმატებული ჟურნალისტი გამხდარიყო. 7 წელი დასჭირდა, რომ ოცნება რეალობად ექცია...
17 წლისამ გაიმარჯვა ამერიკის სახელმწიფო დეპ­არტამენტის მიერ დაფინანსებულ კონკურსში – Freedom Support Act USA. განათლება დასავლეთ კენტუკის უნივე­რ­სიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მიიღო. უნივერსიტეტს თავისი სატელევიზიო არხი და გამომცემლობა ჰქონდა. მაღალი ნიშნებ­ის­ გამო სატელევიზიო არხის კორესპ­ონდენ­ტად აირჩიეს. სისტემატურად მონაწილეობდა ჟურნალისტურ შეჯიბრში და ორჯერ პირველი ადგილიც აიღო  Associate Press-ის კონკურსში. სწავლის პარალელურად მუშაობდა PBS Affiliate ტელევიზიაში და ასევე NPR Affiliate  რადიოში. ამ პერიოდში მისი რეპორტაჟებით დაინტერესდა ჟუ­რნა­ლისტური ორგანიზაცია Poynter Institute-ის წარმომადგენელი. მან ურჩია CNN-ში პრაქტიკის გავლაზე შეეტანა განაცხადი და რეკომენდაციაც გაუწია. ყველა ეტაპის გავლის შემდეგ , უნივერსიტეტის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, CNN-დან დაურეკეს და ატლანტის მთავარ­ ოფისში შესთავაზეს სტაჟირების გავლა. 
CNN-ში მუშაობა სტრესებით­ აღსავსე, მაგრამ ძალიან საინტ­ერესო იყო... წლების განმავლობაში პროფესიულ ზრდასთან ერთად მისი ტიტულიც იცვლებოდა, რიგითი სტაჟიორიდან საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერამდე. ატლ­ანტის ოფისიდან ვაშინგტონში გადავიდა. იყო ახალი ამბების მაძიებელი,­ პროდიუსერის ასისტენტი ნიუსრუმში, პირდაპირი ეთერის პროდიუსერი და ბოლოს, ყველა პლატფორმის პროდიუსერი. 
CNN-ში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ მი­ხვდა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.­ რაღაც განსხვავებული და ახალი უნდოდა. არჩევანი­ FOX NEWS-ზე შეაჩერა. ამჟამად, FOX NEWS-ის ყველაზე რეიტინგ­ული პოლიტიკური შოუს - Special Report With Breat Bair-ის პროდიუსერად მუშაობს.

ნუნუ ჯაფარიძე ამბობს, რომ სამსახური მისი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ოჯახია. მეუღლე - შოთა დვალიძე, ქართველია. თბილისში თურმე ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თუმცა ერთმანეთს­ ამერიკაში შეხვდნენ . ჰყავთ 2 გოგონა - 12 წლის ელენე და 8 წლის ელიზაბეტი. 

წყარო: 

1. ასათიანი ეკა.  ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი  // კვირის პალიტრა. – 2015. – 27 აპრილი. – N17(1082). – გვ.26. – საზოგადოება

2. ჯაფარიძე, ნუნუ. 11 წელი CNN-თან ერთად : ინტერვიუ // მაუწყებელი. - 2011. - ივნისი-ივლისი. - N2. - გვ.27-30. - კოლეგა




Share: