The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთი პაპავა

ქეთი პაპავა
Date of birth:198?
Category:Dancer

Biography

ქეთი პაპავა თბილისში დაიბადა. მამა არქიტექტორი ჰყავს, დედა – ნანა ნიორაძე, ბალერინებისა და საოპერო მომღერლების ოჯახიდანაა. ქეთიც ბავშვობიდან ოცნებობდა ბალერინობაზე. ორი წლის განმავლობაში დადიოდა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სამწუხაროდ იმ პერიოდში საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. აქედან გამომდინარე, სასწავლებელში არანაირი პირობები არ იყო, ბავშვები გაყინულ დარბაზში მეცადინეობდნენ. ქეთი მხოლოდ 9 წლის იყო, მაგრამ დაჟინებით მოითხოვა გაეშვათ სანკტ–პეტებურგში დეიდასთან, მარიას თეატრის პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძესთან და მშობლებიც დათანხმდნენ. წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და ჩაირიცხა ვაგანოვას სახელობის სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ საბალეტო აკადემიაში. ბეჯითად სწავლობდა. მაგალითს აძლევდნენ დეიდები – ირმა ნიორაძე და მეტროპოლიტენ ოპერისა და პარიზის გრანდ ოპერის მეცო სოპრანო მზია ნიორაძე. მათ შეაყვარეს თეატრი.

რუსულ საბალეტო აკადემიაში საკმაოდ რთულია სწავლა, რადგან ეს პროფესია ზედმიწევნით აკადემიურ ცოდნას მოითხოვს. ყოველი წლის გამოსაშვებ გამოცდაზე ხდებოდა მოსწავლეების გაცხრილვა. მხოლოდ საუკეთესოები რჩებოდნენ. ქეთის ბავშვობაში ყველაზე მეტად პეტერბურგის ყინვები არ უყვარდა. არდადეგებზე თბილისში ჩამოსულს მშობლების დატოვება უჭირდა, მაგრამ ითმენდა და ჯიუტად მიიწევდა დასახული მიზნისკენ. დღეს პეტერბურგის წლები კარგად აგონდება. წარმატებით დაამთავრა საბალეტო აკადემია და საკონკურსო შერჩევით ჩაირიცხა მარიას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. თვლის რომ გაუმართლა, რადგან მთელი კურსიდან მხოლოდ 13 გოგონა მიიღეს.

მარიას თეატრში მოხვედრა ქეთის პირველი დიდი სიხარული იყო. იგი 2001-2006 წლებში დასის წევრი გახლდათ და უდიდესი გამოცდილება მიიღო.  იმ პერიოდში, მსოფლიო მოიარა. პირველი სპექტაკლი შეჰერეზადა იყო. რომელიც ვენეციის ცნობილ ნიღბების ფესტივალზე გაიმართა. შეჰერეზადას მაკნატუნა მოჰყვა, შემდეგ მოწვეულმა ქორეოგრაფმა დაიმენა პანდურსკიმ რახმანინოვის მუსიკაზე დადგა დოსტოევსკის „კროტკაია“. ქეთი მთავარ როლზე აიყვანეს. სპექტაკლის  მსოფლიო პრემიერა გაიმართა სოფიის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ეს იყო ქეთი პაპავას პირველი დიდი წარმატება. 

მარიას თეატრში სერიოზული წარმატება სწრაფად არ მოდის. დაუღალავი, ყოველდღიური შრომით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოდის პროფესიონალიზმთან და მსახიობის ოსტატობასთან ერთად. როცა თეატრის დასში 300 ადამიანია, სოლო პარტიებს წლები უნდა ელოდო, ბალეტში კი მოკლე სასცენო ცხოვრება აქვთ. „მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა გა­ვა­ტა­რე მშობ­ლე­ბის გა­რე­შე. ვა­გა­ნო­ვა­ში სწავ­ლა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, ბევ­რი სა­ერ­თოდ ვერ უძ­ლებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის არ გა­ვა­კე­თე, რომ კორ­დე­ბა­ლეტ­ში ვმდგა­რი­ყა­ვი, ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბი მე­ცეკ­ვა. ან ვიქ­ნე­ბო­დი პირ­ვე­ლი, ან ბა­ლეტს და­ვა­ნე­ბებ­დი თავს - ასე­თი იყო ჩე­მი პრინ­ცი­პუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“, – აღნიშნავს ქეთი ერთ–ერთ ინტერვიუში.

მარიას თეატრიდან წასვლის მიზეზებს როცა განმარტავს, ქეთი ამბობს, რომ იქ პროგრამაში მხოლოდ კლასიკა იყო, მას კი  უნდოდა ისეთ თე­ატ­რ­ში ე­მუ­შა­ვა, რომ­ლის რე­პერ­ტუ­არ­შიც თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბო­და კლა­სი­კუ­რი და მო­დერნ ბა­ლე­ტე­ბი, რაც მო­ცეკ­ვა­ვის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ბა­ლან­სია. ამიტომაც, საბუთები გაგზავნა მსოფლიოს წამყვან თეატრებში. პირველი პასუხი ვენიდან მოვიდა. გაფრენამდე პეტერბურგში „მაკნატუნა” იცეკვა, საღამოს ვენაში იყო და უკვე მეორე დღეს ვაშინგტონში, გასტროლებზე გაფრინდა. ასე დაიწყო მისი ევროპული კარიერა.

ქეთევან პაპავა ვენის შტაცოპერის თეატრის სოლისტი 2006 წელს გახდა, რასაც 2010 წელს, ვენის სახელმწიფო საბალეტო დასის წამყვან სოლისტად გადაყვანა მოჰყვა. მთავარი პარტიები იცეკვა ისეთი ცნობილი დამდგმელი ქორეოგრაფების სპექტაკლებში, როგორებიცაა: ბორის ეიფმანის „ანა კარენინა“, დევიდო ბომბანას „კარმენი“, ტატიანა ჯონ კრანკოს „ევგენი ონეგინი“, ვლადიმირ მალახოვის „ბაიადერა“, რუდოლფ ნურიევის „გედების ტბა“ და „დონ კიხოტი“, ავსტრიის დედოფალი – ელიზაბეტი „მაიერლინგში“, ჯორჯ ბალანჩინის „ლალი“, ჯორჯ კილიანის „პრინცესა პერლიპატი“ და სი­ურ­რე­ა­ლის­ტუ­რი "Bella Figura" („ლამაზი სხეული“)... „დონ კიხოტში” ქუჩის მოცეკვავის პარტიამდე ცოტა ხნით ადრე, ქეთი მთავარ როლებს ასრულებდა ვენის ოპერის ისეთ გახმაურებულ დადგმებში, როგორებიცაა Juwelen der Neuen Welt („ახალი მსოფლიოს სამკაული”), პატ­რიკ დე ბა­ნას Marie Antoinette („მარია ანტუანეტა”) და Schritte und Spuren („ნაბიჯები და ნაკვალევი”).  იცეკ­ვა ირ­ჟი კი­ლი­ა­ნის, "Petite Mort”,  მო­რის ბე­ჟა­რის ცნო­ბილ­ზე ცნო­ბი­ლი "Le Concours", იორ­მა ელოს "Glow - Stop", ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნის "Rubies", კე­ნეტ მაკ­მი­ლა­ნის „Manon" და... რა თქმა უნ­და, ტა­ტი­ა­ნას დრა­მა ჯონ კრან­კოს ნე­ოკ­ლა­სი­კურ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ა­ზე "Onegin"-ში. სპექ­ტაკ­ლის წინ ქეთი სულ ფიქ­რობს, რომ ყო­ვე­ლი მი­სი გა­მოს­ვ­ლა იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი... „მე ყო­ველ­თ­ვის ვოც­ნე­ბობ­დი ჯონ კრან­კოს ტა­ტი­ა­ნა მე­ცეკ­ვა „Onegin"-ში, პარ­ტი­ას რომ ვამ­ზა­დებ, სა­ერ­თოდ, ნე­ლა შევ­დი­ვარ ხოლ­მე როლ­ში, ვე­ძებ ფე­რებს, ხა­სი­ათს, მა­ნე­რას, რად­გან ამის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს ცეკ­ვა... ტა­ტი­ა­ნა ჩემ­თ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე გმი­რია, კუ­ლი­სებ­ში კი ვფიქ­რობ, რო­გორ შე­ვი­დე მას­ში, ვი­თა­მა­შო სა­ინ­ტე­რე­სოდ, ისე, რომ არ და­ემ­ს­გავ­სოს ჩემს სხვა

გმი­რებს...“

ქეთი პაპავა 2-ჯერ  მიიწვიეს იტალიაში საქველმოქმედო კონცერტზე, სადაც მისი მონაწილეობით დაიდგა „კარმენი“. „შე­ხე­დეთ მის ცეკ­ვას, და­აკ­ვირ­დით ამ ექ­ს­პან­სი­ურ ტემ­პე­რა­მენ­ტ­სა და ვე­ლურ გრა­ცი­ას, ეს კარ­მე­ნია, ქა­ლი, რო­მე­ლიც ეძებს სიკ­ვ­დილს... ის არის ცოცხა­ლი და მაც­დუ­რი, თუმ­ცა ხა­ვერ­დო­ვა­ნი ტრა­გი­კულ სცე­ნებ­ში, - ემო­ცი­უ­რი, არ­ტის­ტუ­ლი, განრის­ხე­ბუ­ლი... ქარ­თ­ველ­მა ბა­ლე­რი­ნამ ვე­ნის მა­ყუ­რე­ბელს ენ­თუ­ზი­აზ­მი შე­მა­ტა, სცე­ნა­ზე ქე­თე­ვან პა­პა­ვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კარ­მე­ნია, ის იძ­ლე­ვა კარ­მე­ნის რთუ­ლი ხა­სი­ა­თის სიმ­ბო­ლოს..." - ასე და­წე­რეს ქე­თის კარ­მენ­ზე, რო­მელ­შიც იტა­ლი­ელ­მა ქო­რე­ოგ­რაფ­მა და­ვი­დო ბომ­ბა­ნამ თა­ნა­მედ­რო­ვე კარ­მე­ნი და­ი­ნა­ხა. შენ­ში არის ვე­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რიც არ ითა­მა­შო, - უთხ­რა მა­ეს­ტ­რომ ქარ­თ­ველ პრი­მას რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე.

კრიტიკოსებმა ქეთი პაპავა ლევ ტოლსტოის ანა კარენინას როლის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელეს. ეს სპექტაკლი მისი ინიციატივით დაიდგა. ერთ–ერთ ინტერვიუში ქეთი იგონებს, – „პირველად როდესაც ეს წიგნი წავიკითხე სკოლაში ვსწავლობდი, მაშინვე ვიფიქრე კარგი იქნებოდა, ვინმეს ბალეტი დაედგა. შემდეგ ვოცნებობდი ანას გმირი მე მეცეკვა და სწორედ ეს ოცნება ამიხდა. თვითონ ვიბრძოლე ამისთვის. შევედი დირექტორთან, დავარეკინე ქორეოგრაფთან. ქორეოგრაფი პეტერბურგიდან ჩამოვიდა, მნახა, მოვეწონე და როლზე დამამტკიცა. შემდეგ დასს ორკვირიანი შვებულება ჰქონდა. მე თეატრში დავრჩი და ყოველ დღე 6 საათი ვმეცადინეობდი. ნაბიჯებს ვსწავლობდი... თანამედროვე ბალეტია, რთული. როდესაც სპექტაკლი ვიცეკვე და „პაკლონზე“ გამოვედი, ხალხი წამოდგა. ეს ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ავსტრიის საზოგადოება ფეხზე დამდგარი ტაშს გიკრავს. საოცარი დღე იყო. უბედნიერესი ვიყავი“.

საბალეტო სპექტაკლების გარდა ქეთი წლე­ბია მონაწილეობს ვე­ნის Staatsoper-ში ორ­სა­უ­კუ­ნო­ვან ელი­ტა­რულ მეჯ­ლის­ში Opernball-ში, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში იმარ­თე­ბა. ევ­რო­პის ამ ტრა­დი­ცი­უ­ლი მეჯ­ლი­სის­თ­ვის ვე­ნის Staatsoper-ის მა­ყუ­რებ­ლე­ბის პარ­ტე­რი დიდ Ballroom-ად იქ­ცე­ვა, თა­ვი­სი გლა­მუ­რუ­ლი სტი­ლით კი შტრა­უ­სის ეპო­ქა­ში ბრუნ­დე­ბა. გარდა ამისა, ხშირად იწვევენ მოდის ჩვენებებზე, ინიციატივა სამკაულის გამომშვები კომპანიებისაგან მოდის. ცოტა ხნის წინ, ჰოფბურგში, Chopard-ის შოუზე გამოვიდა. მოდის სამყაროდან, ასევე, ვალენტინოსთან ითანამშრომლა, როდესაც  მის მიერ შეკერილ კოსტიუმებში იცეკვა. 

საბალეტო სფეროდან წასვლას მოცეკვავის კარიერის დასრულების შემდეგაც არ აპირებს. „ბალეტის მოცეკვავეთა უმრავლესობა მოღვაწეობას რეჟისორის, ქორეოგრაფის, ან სცენის მხატვრის ამპლუაში აგრძელებს. მეც ამ მიმართულებით განვაგრძობ“, – ამბობს ქეთი. 

2015 წელს ქეთი პაპავას, ავსტრიის წინაშე დამსახურებისთვის, მიენიჭა ავსტრიის მოქალაქეობა, კანონით დადგენილ ვადაზე ორი წლით ადრე.  

საზაფხულო არდადეგებს ქეთევან პაპავა ყოველთვის საქართველოში ატარებს. ცეკვით მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს იცეკვა ირმა ნიორაძის შემოქმედებით საღამოზე. გადაღებულია ლევან უჩანეიშვილის ფილმში სალვადორ დალის ცხოვრებაზე. რადგან მხატვრის მეუღლე ბალერინა იყო, რეჟისორმა სამი მომაკვდავი გედის სიუჟეტი დადგა, რომელშიც ქეთისთან ერთად მონაწილეობენ ირმა ნიორაძე  და ნინო ანანიაშვილი. „ჩემი ნატვრაა, რომ, რომელიმე სპექტაკლით ჩამოვიდე საქართველოში და ჩემი ხალხისთვის ვიცეკვო. იმედია ახლო მომავალში ეს ნატვრა ამისრულდება“... გვიმხელს ქეთი თავის კიდევ ერთ ოცნებას.

წყარო: 

1.www.youtube.com/watch?v=ipl-WD1N1k4

2.www.tabula.ge/.../54154-qetevan-papava-qartveli-balerina-venis-saxelmt...

3.პაპავა, ქეთი. რატომ დაიჩოქა ვენის "შტადტსოპერის" სოლისტმა - ქეთი პაპავამ პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე : ინტერვიუ / ესაუბრა კატო ჟღენტი //თბილისელები. - 2011. - 13 - 19 ივნისი. - N24(546). - გვ.59

4.პაპავა, ქეთი. "ვგრძნობდი, რომ პუბლიკა თვალებით "მეჭირა"... : ინტერვიუ / ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - 2010. - 24 სექტემბერი. - N202 (2527). - გვ.8.9. - ჩანართი "Weekend", N27 (163)


Share: