The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კალისტრტე ბერიძე

კალისტრტე ბერიძე
Date of birth:1978
Date of death:1926  (at -52 years)
Burial location:პერლაშეზის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

კალისტრატე გიორგის ძე ბერიძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო აკადემია. მსახურობდა პრეობრაჟენსკის პოლკში. 1904-1905 წლებში იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 წლის 1 იანვრიდან ვიბორგის პოლკის 85–ე ფეხოსანთა პოლკის კაპიტნად დაინიშნა. შემდგომ წლებში წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა და მიაღწია მეფის არმიის პოლკოვნიკის ჩინამდე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918-1921 წლებში, გახლდათ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა თავდაცვის მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მრჩევლად.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ კალისტრატე ბერიძე პოლიტემიგრანტია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობას. წერდა ლექსებს, რომლებიც აღსავსეა საოცარი ნოსტალგიითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით.

გთავაზობთ ლექსს, რომელიც მან მე–11 ბოლშევიკური არმიის თბილისში შემოსვლის დროს დაწერა:
„გული იწვის, ტვინი სდუღს, აღარა ვარ, აღარა,
ამდენ ჭმუნვა–გოდებით სულ გათეთრდა ჭაღარა.
სულმოწამლულს არ მართობს არც დაფი, არც ნაღარა;

თვალებშიც კი ბნელდება – ზღვა ცრემლები დაღვარა.
თითქოს ყოვლი მოისპო, გაქრა სადღაც სიცილი,

ნუთუ, ამგვარ სიცოცხლეს აღარა სჯობს სიკვდილი“.

კალისტრატე ბერიძე გარდაიცვალა პარიზში.  დაკრძალულია  პერლაშეზის სასაფლაოზე.

წყარო: 

Iverieli: კალისტრატე ბერიძე dspace.nplg.gov.ge › ... › ეროვნული ფოტომატიანე

https://pt-br.facebook.com/georgianheroes/photos/...საქართველოს თავდადებული...  


Share: