The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზაქარია ბაქრაძე

ზაქარია ბაქრაძე
Date of birth:22 October, 1868
Date of death:3 December, 1938  (at 70 years)
Burial location:ქ. ბიდგოჩი, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

„გენერალი ბაქრაძე იყო ყველაზე მეტი ორდენების კავალერი მხოლოდ ქართველებს შორის კი არა, საერთოდ იმათ შორის, ვინც მე შემხვედრია,“ – იგონებდა დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი და 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე ინგლისის მხარის ერთ–ერთი წარმომადგენელი მერაბ კვიტაშვილი.

1868 წლის 22 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ხაშმში ცნობილი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, აზნაურ დიმიტრი ბაქრაძის ოჯახში დაიბადა ზაქარია ბაქრაძე. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებლი, ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი მოსკოვში და გენერალური შტაბის აკადემია.

1894 წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკის წოდებით აღმოსავლეთ ციმბირის ქვეითთა პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური. 1898 წლის 6 ივნისიდან მეთაურობდა ლიუშენში დისლოცირებულ აღმოსავლეთ ციმბირის მე-12 ქვეით პოლკში პირველ ასეულს. 1900 წლის 29 მაისიდან – 12 ნოემბრამდე მონაწილეობდა იაპონურ ძალებთან ბრძოლებში და ლიაოიანთან ფეხში დაიჭრა. 1900-1901 წლებში მონაწილეობს რუსეთი არმიის ლაშქრობაში ჩინეთში. 1901 წლის 1 მაისიდან მსახურობს ასევე ლიუშენში დისლოცირებულ აღმოსავლეთ ციმბირის მე- 9 ქვეითაა პოლკში და მეთაურობს ცხენოსნების რაზმს. 1904 წლის 28 იანვრიდან  ვლადივოსტოკის მე-3 ქვეთთა პოლკის მეთაურია.

1904-1905 წლებში რუსეთ იაპონიის ომის დროს, ზაქარია ბაქრაძე უშუალოდ მონაწილეობდა პორტ–არტურის სიმაგრის დაცვაში, ტიურეჩენის, თხაოიანის, ლიანდიანსანის, ლაოიანის,  მუკდენის და იანზელინის ურელტეხილთან წარმოებულ ბრძოლებში.

1905 წლის დეკემბრიდან ზაქარია ბაქრაძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 ქვეითი დივიზიის პირველ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს მეთაურობს. 1907 წლის თებერვლიდან კი აღმოსავლეთ ციმბირის 9 ქვეით პოლკში დაბრუნდა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფის მეთაურად. 1908 წლის 13 ივლისიდან ბატალიონის მეთაურია, 1912 წლის 21 მაისიდან – 1913 წლის 4 იანვრამდე - საპოლკო სასამართლოს მეთაური. 1914 წელს 54-ე მინსკის ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1914-1918 წწ. ზაქარია ბაქრაძე აქტიურად მონაწილეობს I მსოფლიო ომში. ქ. ლვოვის დროს გამოჩენილი ვაჟკაცური ქცევის გამო მთავარსარდლმა 1914 წლის 31 დეკემბერს პოლკოვნისკის სამხედრო წოდებით და ოქროს იარაღით დააჯილდოვა. 1915 წლიდან მეთაურობდა მინსკის 54-ე ქვეითთა პოლკს. ზაქარია ბაქრაძემ დიდი სიმამაცე გამოიჩინა ბრუსილოვის გარღვევის დროს – ელვისებური შეტევით სძლია მოწინააღმდეგეს და აიძულა გაქცეულიყო. ტყვედ აიყვანა ავსტრიელი ბრიგადის მეთაური, 600 ჯარისკაცი და ხელთ იგდო 4 ტყვიმფრქვევი. ამ ბრძოლის შემდეგ დაჯილდოვდა „წმინდა გიორგის“ IV (24 . IV. 1915) და III (3. XI. 1915) ხარისხის ორდენებით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოება მეფის რუსეთში ერთობ იშვიათი მოვლენა იყო.

გარდა „წმინდა გიორგის“ ორდენისა, ზაქარია ბაქრაძესე მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერიის შემდეგი ორდენები: „წმინდა სტანისალავის“ III (მახვილებითა და ბაფთით, 1900 წ.) და II (მახვილებით) ხარისხის ორდენები, „წმინდა ვლდიმერის“ IV ხარისხის ორდენი (მახვილებითა და ბაფთით), „წმინდა ანას“ III (მახვილებითა და ბაფთით, 1901 წ.) და II ხარისხის (მახვილებით, 1905 წ.) ორდენები.

I მსოფლიო ომში ზაქარია ბაქრაძე ავსტრიელებმა დაატყვევეს. 1918 წლის 12 აპრილს, სახლში დაბრუნდა და სამხედრო სამსახურიდან გადადგა.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყლიბების შემდეგ ქართულ ეროვნულ არმიას შეუერთდა და თავდაცვის სამინისტროში მაღალი რანგის თანამდებობაზე მსახურებდა. სამხედრო მინისტრის 1918 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა მოხალისეთა პოლკის მეთაურად. 1921 წლის თებევალსა და მარტში მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ზაქარია ბაქრაძე ემიგრაციაში წავიდა. 1922 წლის ნოემბერში  პოლონეთში გადავიდა და 1923 წლის 13 თებერვლიდან ქ. რემბერტოვოს ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა. შემდეგ ქ. ტორუნუს იარაღის ცენტრალურ სკოლაში გადიოდა ქვეითთა დ არტილერიის სამეთაურო კურსებს. სავალდებულო პრაქტიკის დასრულების შემდეგ 1926 წლის სექტემბრიდან 1931 წლის 30 ივნისამდე მსახურობდა მე-15 ქვეითთა დივიაზიაში, სადაც იყო ქვეითთა მეთაური, პენსიაზე გასვლის შემდეგ ქ. ბიდგოშჩში ცხოვრობდა.

გენერალ ზაქარია ბაქრაძეს ბიდგოშჩის თეატრის მოედანზე საფოსტო ფურგონი დაეჯახა. გარდაიცვალა 1938 წლის 3 დეკემბერს საავადმყოფოში. 6 დეკემბერს ქ. ბიდგოშჩში 3 მაისის ქუჩაზე მდებარე მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალეს. II  მსოფლიო ომის შემდეგ ეს სასაფლაო განადგურდა, ცხედრები კცინსკის ქუჩაზე და სხვა სასაფლაოებზე გადაასვენეს.

ზაქარია ბაქრაძე დაქორწინებული იყო რუსეთის არმიის კაპიტნის ქალიშვილ ანა ამაშუკელზე, რომელთანაც ორი ქალიშვილი – ნატალია და კირა შეეძინა. მას ოჯახი ემიგრაციაში არ წაუყვანია, საქართველოში დატოვა.

წყარო: 

  1. გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში. თბ., 2008. გვ. 151.
  2. გოგიტიძე მამუკა, ბეჟიტაშვილი გიორგი. სამხედრო ფიცის ერთგულნი (ბიოგრაფიული ცნობარი). თბ., 2015. გვ. 19-21.
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/ზაქარია ბაქრაძე

Share: