The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირაკლი ყაზბეგი

Date of birth:1901
Date of death:1935  (at 34 years)
Burial location:პოზნანი, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

ირაკლი ყაზბეგი 1919 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს ეროვნულ არმიაში. იგი კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო. 1920 წელს მიიღო ოფიცრის წოდება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა  რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომში.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ყაზბეგი ჯერ თურქეთში გაიხიზნა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა, სადაც 1923 წელს დაამთავრა უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სასწავლებელი.

ირაკლი ყაზბეგმა სახელოვნად განვლო მხედრული გზა პოლონეთის არმიის ლეიტენანტობიდან კაპიტნობამდე, დაიმსახურა პოლონეთის რამდენიმე მაღალი ჯილდო.

1925 წლიდან ირაკლი ყაზბეგი ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ აქტიური წევრი იყო.

მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა 1935 წელს, 34 წლის ასაკში. განისვენებს პოზნანის გარეუბანში.

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან. ირაკლი ყაზბეგი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 23–24


Share: