The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სევერიან ურუშაძე

სევერიან ურუშაძე
Date of birth:25 September, 1905
Date of death:22 July, 1983  (at 77 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Poet

Biography

პოეტი სევერიან ურუშაძე დაიბადა 1905 წლის 25 სექტემბერს ოზურგეთში, ოტია ურუშაძისა და მარო ჩხატარაშვილის ოჯახში. ჯერ კიდევ ოზურგეთში სწავლის პერიოდში დაინტერესდა ლიტერატურით, განსაკუთრებით პოეზიით. სრულიად ახალგაზრდა სევერიანი გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, გერმანიაში დაეუფლა გერმანულ ენასა და ლიტერატურას, შემდეგ საფრანგეთში გადავიდა და იქ ფრანგული შეისწავლა.

1926 წლიდან საფრანგეთში, პარიზში, ცხოვრობდა მისი უფროსი ძმა ნიკო ურუშაძეც, როგორც საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი უცხოეთში.

სევერიან ურუშაძე ოთხ ენაზე წერდა – ქართულად, რუსულად, გერმანულად და უმეტეს შემთხვევაში ფრანგულად. ძირითადად პარიზში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი ლექსები უფრო ფორმალისტური ძიებებია.

1950 წელს პარიზში გამოიცა სევერიან ურუშაძის ლექსების ორი კრებული  – „ჰიმნები ჰარმონიული მსოფლიოსთვის“ და „საქართველო და კეთილი, თან ცხოვრება და მშვენიერება“ (ქართულ და გერმანულ ენებზე).

1951 წელს, ასევე პარიზში გამოიცა პოეტის ლირიკული პიესა სამ აქტად – „კოლხიდეა“, რომელსაც დამატების სახით ერთვის მისი ლექსები ქართულ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

თავისი სიცოცხლის მანძილზე სევერიან ურუშაძემ კიდევ, სულ ცოტა, თორმეტი წიგნი გამოსცა. აღსანიშნავია, რომ რომელ ენაზეც არ უნდა დაეწერა, ის ერთგულად ემსახურებოდა მშობელ ერს, მის კულტურასა და პოეზიას. ის თავად ამბობს  ერთ პირად წერილში: „... მსურდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი წვლილის შეტანა, შეძლებისდა–გვარად ...  თუმცა ჩემი შემოქმედება ფრანგულ ენაზეა, იგი ჩემი უძვირფასესი ქვეყნის – საქართველოს – და უძვირფასესი ერის – ქართველი ერის – გასწვრივ მიმდინარეობს.“

სევერიან ურუშაძე გარდაიცვალა პარიზში, 1983 წლის 22 ივლისს. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. 

წყარო: 

შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. - თბ., 2001. - გვ. 379.

2. ინასარიძე კარლო. პოეტი სევერიანე ურუშაძე  // გუშაგი. – პარიზი, 1984, №1. გვ. 69–72


Share: