The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე კობიაშვილი

Date of birth:1892
Date of death:1952  (at 60 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

ალექსანდრე (სანდრო) კობიაშვილი დაიბადა 1892 წელს. დამთავრებული ჰქონდა გიმნაზია და სამხედრო სასწავლებელი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე ჩაირიცხა ქართული რეგულარული ჯარიში კაპიტნად, შემდეგ მიანიჭეს მაიორის წოდება. იყო ბატალიონის მეთაურის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში რუსეთის მე–11 არმიის წინააღმდეგ.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გაიხიზნა ჯერ თურქეთში, 1921 წლის ბოლოს კი პოლონეთში გადავიდა. სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩარიცხეს პოლონეთის არმიის უფროს ლეიტენანტად. განვლო მხედრული გზა მაიორობამდე. პოლონეთის ოკუპაციის შემდგომ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე, ბრიტანეთის არმიის შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე სანდრო კობიაშვილი სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საფრანგეთში დამკვიდრდა. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. გარდაიცვალა 1952 წელს, 60 წლის ასაკში. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან.  ალექსანდრე კობიაშვილი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 26


Share: