The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ ბაქრაძე

ვლადიმერ ბაქრაძე
Date of birth:1884
Date of death:1953  (at 69 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician, Humanitarian

Biography

პოლიტიკური მოღვაწე (სოციალ–დემოკრატი) და ლიტერატურის კრიტიკოსი ვლადიმერ (ლადო) ბაქრაძე 1884 წ. დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა ჯერ ოდესის, შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ის ცოტა ხნით ჟენევიდან სამშობლოში დაბრუნდა და თანამშრომლობდა ქართულ სოციალ–დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. უმთავრესად კი ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი.

პირველი მსოფლიო ომის დროს ლადო ბაქრაძე ბაქოში ცხოვრობდა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა, ორი წელი ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა და ქართველებისა და კავკასიის ერთა ურთიერთობების შესახებ წერილბს აქვეყნებდა ქართული ჟურნალში „წყარო“ (გამოდიოდა ბაქოში) და აზებაჯანულ გაზეთში „კასპიი“.

საქართველოს დმოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ ბაქრაძე შედიოდა პოლონეთის ქართულ მისიაში და ბევრი იღვაწა ჩვენი ქვეყნის ოფიციალური ცნობისათვის ნიადაგის მოსამზადებლად, ქართველი და პოლონელი ხალხების უფრო მეტად დასაახლოებლად. ამ დელეგაციაში ლადოს მთავარი ადგილი ეჭირა და მას პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უწევდა.

საქართველოში საბჭოთა  ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლადო ბაქრაძე ემიგრაციაშია, ცხოვრობდა ოდენკურ–სოშოში. დიდხანს იყო ადგილობრივ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით მოეწყო იქ ქართული კერა საკუთარი მიწით და შენობით, რომელსიც მოთავსებული იყო ქართული სასადილო და მშვენიერი ბიბლიოთეკა (II მსოფლიო ომის დროს დაინგრა), სადაც ხშირად კითხულობდნენ ლექციებს.

ლადო ბაქრაძის პირადი ცხოვრება უცნობია.

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია.  თბ., 2003. - . 3. - გვ. 119-121.


Share: