The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჰელენ ამირეჯიბი–სტავინსკა

ჰელენ ამირეჯიბი–სტავინსკა
Legal name:ელენე ამირეჯიბი
Date of birth:23 September, 1932  (91 years)
Category:Writer, Filmmaker

Biography

ელენე ამირეჯიბი 1932 წ. 23 სექტემბერს დაიბადა თბილისში. ორმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში მოსკოვის ВГИК -ის (კინემატოგრფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი) სტუდენტი გახდა. მისი სტუდენტობისას საბჭოთა იდეოლოგებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს  და სასტიკად დაგმეს ბორის პასტერნაკის შემოქმედება. ელენე ამრეჯები კი საჯაროდ გმოესარჩლა პასტერნაკს. ამის გამო გადაწყდა ამირეჯიბის კომკავშირის რიგებიდნ უპირობო გარიცხვა, რაც ავტომატურად  ინსტიტუტიდან გარიცხვასაც ნიშნავდა. საბედნიეროდ ელენეს ერთმა რუსმა პედაგოგმა ურჩია მიხეილ ჭიაურელისათვის მიემართა. იგი ასეც მოიქცა. მიხეილ ჭიაურელის მოთხოვნით მოიწვიეს კომკავშირის კომიტეტის რიგგარეშე კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ВГИК-ის უფროსკურსელი სტუდენტი, მომავალი რეჟისორი თამაზ მელიავა. მან დაგმო ელენეს „უპატიებელი“ საქციელი და იქვე დასძინა – რაღა კომკავშირის კომიტეტი ვიქნებით, თუ ერთი გზასაცდენილი გოგო ვერ ავღზარდეთ და სწორ გზაზე ვერ დავაყენეთო. მის გამოსვლას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია კომკავშირის კომიტეტის ორთოდოქს წევრებზე და ერთხმად გადაუწყვეტიათ ელენე კომკავშირშიც და შესაბამისად ინსტიტუტშიც დაეტოვებინათ.

სტუდენტობისას გაიცნო ელენემ ВГИК–ს სარეჟისორო ფაკულტეტის პოლონელი სტუდენტი ეჟი ზიარნიკი, რომელსაც ცოლად გაჰყვა და 50-იანი წლების მიწურულს საცხოვრებლად პოლონეთში გადავიდა.  საბუთების გაფორმებისას პოლონეთში შეცდომა მოუვიდათ და Amiredzibi-ს ნაცვლად Amiradzibi ჩაწერეს. პოლონური საკმაოდ სწრაფად და ადვილად აითვისა და 1960 წელს თავის პირველი ფილმი (დოკუმენტური) გადაიღო. აღსანიშნავია რომ ფილმის თემა – სამხედრო თვითმფრინავები – ვარშავის დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორმა ეჟი ბოსაკმა შესთავაზა. ფილმმა „მფრინავი–გამომცდელები“ 1961 წ. ვენეციის კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურა.

„მფრინავი გამომცდელები“ შესანიშნავი დებიუტი აღმოჩნდა დებიუტანტი რეჟისორისთვის. 1968 წალმდე ჰელენა ამირეჯიბმა კიდევ შვიდი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.

 60-იანი წლების დასწყისში ელენე მეუღლეს გაშორდა და ცოლდ გაჰყვა მწერალსა და სცენარისტს ეჟი სტეფან სტავინსკის. 1966 წელს ცოლ–ქმარმა ერთობლივად გადაიღო მხატვრული ფილმი „დღესასწაულის წინა საღამო“. ისინი ფილმზე მუშაობდნენ როგორც სრულუფლებიანი თანასცენარისტები და თანარეჟისორები. 1970 წელს გადაიღეს კიდევ ერთი მხატვრული ფილმი „ვის სჯერა წეროების“. 1972 წელს ელენე ამირეჯიბმა მეუღლის სცენარის მიხედვით გადაიღო თავისი უკანასკნელი ფილმი „ფორტუნა“. ამის შემდეგ, მეუღლის დაჟინებული თხოვნით, თორმეტწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგ ელენე ამირეჯიბი კინოს ჩამოშორდა.

1996 წელს ელენე ამირეჯიბმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი „თავადის ქალის ტკბილი ცხოვრება“. 2007 წელს პოლონეთში დაიბეჭდა მისი „ანტისამზარეულო წიგნი“, რომელიც პოლონურმა კრიტიკამ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა. 2014 წელს აღნიშნული წიგნი სათაურით „ანტიკულინარიული რეცეპტები“ ქართულ ენაზე გამოიცა (მთარგმნელი რუსა ამირეჯიბი). ელენე ამირეჯიბს ეკუთვნის ასევე „წიგნი ხანდაზმული ბავშვებისათვის“.

 2010 წელს გარდაიცვალა ეჟი სტავინსკი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ელენე ამირეჯიბი საქართველოში დაბრუნდა.

წყარო:

1. ნაცვლიშვილი ზურაბ. თავადი მჟავანაძე და ორი პოლონელი რეჟისორი. თბ., 2014.

2. http://www.kvirispalitra.ge/public/19610-qpoloneliq-qarthvelis-qarakulinariuliq-receptebi.html


Share: