The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ევგენი იმნაძე

ევგენი იმნაძე
Date of birth:4 December, 1875
Date of death:1944  (at 68 years)
Burial location:ნიუ–იორკი, აშშ
Category:Military Person

Biography

ევგენი სიმონის ძე იმნაძე წარმოშობით ლანჩხუთიდან იყო. დაიბადა 1875 წლის 4 დეკემბერს. განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში (1893). რუსეთის შეიარაღებულ ძალებში 1893 წლის 1 სექტემბრიდან მსახურობდა. 1895 წელს დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი. განამწესეს მე–20 საარტილერიო ბრიგადაში, სადაც დაჰყო 1905 წლის 1 იანვრამდე.  მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: პოდპორუჩიკი (12.08.1895); პორუჩიკი –( 08.08.1898); შტაბს–კაპიტანი (08.08.1902); კაპიტანი (23.05.1903); პოდპოლკოვნიკი (06.12.1908); პოლკოვნიკი (06.12.1911); გენერალ–მაიორი (06.12.1916).

1900–1903 წლებში ევგენი იმნაძე სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემიაში. დაამთავრა პირველი თანრიგით და 1903 წელსვე ჩაირიცხა გენშტაბის შემადგენლობაში. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914–1918). მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში. მეთაურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილს, საკავალერიო პოლკს, ბრიგადას: საცენზო მეთაური მე–3 გრენადერთა პერნოვსკის პოლკში (01.11.1903-14.10.1904); უფროსი ადიუტანტის თანაშემწე ვილენის სამხედრო ოლქის შტაბში (1.01.1905-1.07.1907); ოდესის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტი (21.12.1911–დან); მე–15 სამწყობრო პოლკის ბატალიონის საცენზო მეთაური (17.05.-18.09.1913); 03.1915–დან  50–ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი; მე–12 კავკასიის სამწყობრო პოლკის ხელმძღვანელი (29.07.1915–დან); მე–14 ციმბირის სამწყობრო დივიზიის შტაბის უფროსი (24.11.1916–დან).

ამავე დროს ევგენი იმნაძე გენერალური შტაბის მიერ მივლინებული იყო ვილენის სამხედრო სასწავლებელში სამხედრო მეცნიერებების პედაგოგად (01.07.1907-21.12.1911).

მიღებული ჰქონდა ორდენები: წმ. სტანისლევის III ხარისხის (1906); II ხარისხის (06.12.1913) და I ხარისხის მახვილებით (20.05.1917); წმ. ანას III ხარისხის (06.12.1909) და II ხარისხის (16.05.1916); წმ. ვლადიმერის  IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (27.07.1915)  და III ხარისხის მახვილებით (25.12.1915); 1915 წლის 18 მარტის ბრძანებით დაჯილდოვდა „გიორგის იარაღით“ - ოქროს ხმლით.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ევგენი იმნაძე მონაწილეობდა თეთრ მოძრაობაში სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში. 1919 წლის 14 მაისიდან მთავარსარდლის შტაბის ჩინოსნების რეზერვშია. 1919 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის 8 ნოემბრამდე ოდესის სამხედრო სასწავლებლის უფროსი იყო. 1920 წლის შემოდგომამდე ევაკუაციაში იმყოფებოდა ბულგარეთში. ემიგრაციაში თეთრი მოძრაობის ჯარებთან ერთად წავიდა და საბოლოოდ ამერიკაში დაფუძნდა. 1930 წელს ცხოვრობდა დეტროიტში. იყო ვეტერანების საზოგადოების თავმჯდომარე. 1932 წელს გადავიდა ნიუ–იორკში. 1938 წლიდან ჟურნალ „ჯარი და ფლოტის“ წარმომადგენელი იყო. 1944 წელს ისევ დეტროიტშია. მუშაობს რუსეთის საყოველთაო სამხედრო კავშირის ადგილობრივი განყოფილების უფროსად.

ევგენი იმნაძე სავარაუდოდ 1944 წელს ნიუ–იორკში გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული.

წყარო: 

1. www.grwar.ru/persons/persons.html?id...

2. ბეჟიტაშვილი, გიორგი. ევგენი სიმონის– ძე იმნაძე // ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.51–52




Share: