The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გრიგოლ ურატაძე

გრიგოლ ურატაძე
Other name:გრიშა  (Acronym)
Date of birth:1878
Date of death:13 February, 1959  (at 81 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Writer, Politician, Publicist

Biography

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე 1878 წელს დაიბადა სოფელ აცანაში. ოთხკლასიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ , სამასწავლებლო სემინარიაში შევიდა. სემინარიის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე სწავლას თავი  დაანება და ლანჩხუთის სკოლაში სახალხო მასწავლებელი გახდა.

1900 წელს დაუახლოვდა ნოე ჟორდანიას, სოციალ–დემოკრატიულ პარტიის წვერი გახდა და დაიწყო აქტიური პარტიული საქმიანობა. 1903 წელს დააპატიმრეს და  ქუთაისის ციხეში ჩასვეს. იმავე წელს ორენბურგში გადაასახლეს, მაგრამ გაიქცა და სამშობლოში დაბრუნდა. 1911 წელს, გრიგოლ ურატაძე, როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე, ამიერკავკასიის ორგანიზაციამ პარიზში პარტიულ სკოლაში (ლონჟიუმო) გაგზავნა.

1912 წლის აგვისტოში ამიერკავკასიის ორგანიზაციის მანდატით, ვლასა მგელაძესთან ერთად, მონაწილეობდა პარტიის ვენის კონფერენციაში. თბილისში დაბრუნებისთანავე კვლავ დააპატიმრეს და ურალში გადაასახლეს. 1915 წელს კვლავ საქართველოშია და ქუთაისში გამოსცემს გაზეთ „ახალ კვალს“.

რუსეთის 1917 თებერვლის რევოლუციის დროს გრიგოლ ურატაძე ქუთაისში სათავეში ჩაუდგა მუშათა დეპუტატების საბჭოს.  საქართველის დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) ჯერ ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების დეპუტატია.  1920 წელს ხელმძღვანელობდა ქართული მხარის დელეგაციას საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკებებზე საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ (1920 წ. 7 მაისი).

1922 წლიდან გრიგოლ ურატაძე ემიგრაციაშია, ჯერ პრაღაში, შემდეგ პარიზში. უცხოეთში ყოფნისას თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1929-36 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „დამოუკიდებელ საქართველოს“, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებული ფრონტის ორგანო იყო. ბეჭდავდა პუბლიცისტურ და ანალიტიკურ წერილებს ქართულ და უცხოურ ჟურნალ–გაზეთებში. ასევე, მან გამოაქვეყნა XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრომი.

გრიგოლ ურატაძე გარდაიცვალა 1959 წ. 13 თებერვალს, დაკრძალეს ლევილში მეუღლის არაიანა წულუკიძის გვერდით (გარდაიც. 1955 წ.). გრიგოლ ურატაძეს და მის მეუღლეს დარჩათ ერთი ქლიშვილი მედუნია ურატაძე.

წყარო:

1. ქართველები უცხოეთში. . 1. თბ., - 2012. – გვ. 178-179.

2. https://ka.wikipedia.org/.../გრიგოლ_ურატაძე


Share: