The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაიკ მიტო

მაიკ მიტო
Legal name:დიმიტრი მეტრეველი
Date of birth:1895
Date of death:1970  (at 75 years)
Burial location:კანადა
Category:Manufacturer

Biography

1895 წელს სოფელ უწერაში (რაჭა) გლეხ ნესტორ მეტრეველის ოჯახში დაიბადა დიმიტრი (მიტო) მეტრეველი (Mike Mito). 8 წლის ასაკში დურგალს მიაბარეს ხელობის შესასწავლად. წერა–კითხვა სოფლის მღდელმა ასწავლა, შემდეგ უწერის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა. 1913 წ. დიმიტრი ქართველების ერთ ჯგუფს გაჰყვა ამერიკაში, ჯერ სიეტლში ჩავიდა, შემდეგ ვანკუვერში, რიგ ქალაქებში მოგზაურობის შემდეგ საცხოვრებლად კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქი ვალდორი აირჩია. დაქორწინდა  ლიტვური წარმოშობის ქალზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა – ავგუსტ–მიტო, ნესტორი და ემილია. მეტრეველმა ამერიკაში რამდენიმე პროფესია გამოიცვალა, ერთხანს ჭიდაობდა კიდეც. შემდეგ კი სხვა უამრავი ადამიანის, მათ შორის ქართველების მსგავასად, ოქროს მაძიებლობა დაიწყო. უამრავი ოქროსმაძიებლისგან განსხავებით დიმიტრი მეტრეველს გაუმართლდა, მალე მიაკვლია ოქროს და ჯერ ერთი, შემდეგ კი რამდენიმე მაღარო აამუშავა. მუშებთან ერთად მაღაროების გარშემო სხვა ხალხიც დასახლდაა და დაბას, რომელიც ამ დასახლების წყალობით შეიქმნა ამერიკული მანერით „მეტრეველი“ ეწოდა.

დიმიტრი მეტრეველი არ დაკმაყოფილებულა კანადური მაღაროებით და ბედი ალიასკაზეც სცადა, სადაც მის მაღაროებს „მიტოს ანომალლიები“ უწოდეს. გამდიდრებული მიტო უანგაროდ ეხმარებოდა არამარტო ქართველებს, არამედ ამერიკელებს, ბალტისსპირელებს, უკრაინელებს და სხვებს. დიდ მატერიალურ დახმარებას  უწევდა ოჯახს და ნათესავებს საქართველოში, თუმცა სამშობლოში აღარასდროს ჩამოსულა.

1929-1933 წლებში ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისის დროს მიტომ მთელი ქონება  დაკარგა, „მეტრეველი“ და „ანომალიები“ დაცარილედა. მაგრამ მან მაინც შეძლო დაცემული წარმოების ისე  გამართვა, რომ შეძლებულ კაცად დარჩენილიყო, თუმცა კრიზისის შემდეგ მილიონერთა სიაში აღარ ირიცხებოდა. 1945 წ. ამერიკელ პარტნიორთან სალერნოსთან ერთად ტორონტოში ალმასის საბადო აღმოაჩინა და სალმოტას ტბის მიდამოებში ალმასის საბადო აამუშავა.

მიაკ მიტოსა და მისი ოჯახის შესახებ  წერილები ქვეყნდებოდა ჟურნალ-გაზეთებში („Billboard”, „Kvebek Fire REnjer”, “Noranda Wikli”). ყველა ერთხმად აღნიშნავდა მის დამსახურებას ოქროს მოპოვება–გადამუშავების საქმეში.

1970 წ. მაიკ მიტო ქ. ჰამილტონის საავადმყოფოში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი საქმე უფროსმა ვაჟმა, 1950-1953 წლების კორეის ომის ვეტრეანმა ავგუსტმა (აგი) განაგრძო. მას ჰყავს ფრანგული წარმოშობის მეუღლე და ერთი ვაჟი – მიტო.

დიმიტრი მეტრეველის სახელობის ქალაქი დღესაც არსებობს კვებეკთან.

წყარო:

1. მეტრეველი დიმიტრი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.140-141.

2. დაუშვილი, რუსუდან. ქართველი მილიონერები ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი // IV საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში : ოქტომბერი, 2008, ქუთაისი. ქუთაისი, 2008. - გვ. 235-243. 

3. დაუშვილი, რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : კანადა : დიმიტრი მეტრეველი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. გვ. 198-200

4.მახარაძე, ირაკლი. მაიკ მიტო [დიმიტრი მეტრეველი] : (1895-1970) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.62-64.


Share: