The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ალექსანდრე ზაალოვი

Legal name:ალექსანდრე ზაალიშვილი
Date of birth:188?
Date of death:20 July, 1944
Burial location:ხარბინი, ჩინეთი
Category:Military Person

Biography

ალექსანდრე ზაალოვი დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, აზნაურ მიხეილ ზაალიშვილის ოჯახში. 1908 წელს დაამთავრა ალექსეევკის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ალექსანდროპოლის 161–ე ქვეითთა პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით (01.01.1909–დან). 1913 წ. ცხოვრობდა ქალაქ გომელში. 1913, 1914 წლებში 160–ე ქვეითთა აფხაზური პოლკის პორუჩიკი იყო, შემდეგ იმავე წოდებით მსახურობდა 304–ე ქვეითთა ნოვგოროდ–სევერსკის პოლკში. 1915 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით, წარწერით „სიმამაცისთვის“.

1918–1920 წლებში ალექსანდრე ზაალოვი პოდპოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე მყოფ თეთრგვარდიელთა ჯარებში. 1918 წლის ოქტომბრიდან იყო ტიუმენის საინსტრუქტორო სკოლის უფროსი. იმავე წლის დეკემბრიდან სათავეში ედგა ყაზანის მსროლელთა 58–ე პოლკს, ხოლო 1919 წლის 9 მაისიდან ივლისამდე მეთაურობდა ლაიშევის 59–ე პოლკს.

ემიგრაციაში ალექსანდრე ზაალოვი ცხოვრობდა ჩინეთში. გარდაიცვალა 1944 წლის 20 ივლისს ხარბინში. 

წყარო:

1. ria1914.info/index.php?...Заалов_Александр_Михайло.. 

2. swolkov.org/2_baza_beloe.../Uchastniki_Belogo_dvizhenia_v_Rossii_08-Z.pdf

3. ჯავახიშვილი ნიკო. ალექსანდრე მიხეილის ძე ზაალოვი (ზაალიშვილი) // ქართული დიპლომატია. –2004. – №11. – გვ.196 


Share: