Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages. |
იოსებ დუმბაძე
Biographyცნობილი ლოტბარის, ანტონ დუმბაძის შვიდი ვაჟიდან ერთ–ერთი, იოსები, 1865 წლის 3 იანვარს დაიბადა, შემოქმედში. დედა თავადის ქალი გახლდათ, ნაკაშიძის ასული. იოსებმა განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდრეს სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროპოლსკის ციხესიმაგრის არტილერიაში. 14.08.1888–ში მიიღო პორუჩიკის, 15.07.1894–ში შტაბსკაპიტნის, 19.07.1898–ში კაპიტნის, ხოლო, 29.08.1904–ში პოდპოლკოვნიკის ჩინები. იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-05 წლების რუსეთ–იაპონიის ომში. 2 წლისა და შვიდი თვის მანძილზე მეთაურობდა როტას. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წლის 6 დეკემბერს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იყო ნიკოლაევსკის ციხე-სიმაგრის არტილერიის უფროსი (10.01. – 13.12. 1910); მე–2 ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური (13.12.1910–04.02.1912); პირველი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი (04.02. 1912–დან); 1912 წელს მიიღო გენერლის, 1914 წელს კი – წარჩინებისთვის გენერალ-მაიორის წოდება. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები: წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1901); წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ( 1904); წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (1913); 1916 წლის 6 დეკემბერს დაიმსახურა წმ. ანას I ხარისხის ორდენი ბრწყინვალე და თავდაუზოგავი სამსახურისთვის. იოსებ დუმბაძე 1917 წელს დაიღუპა. წყარო: 1.https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_დუმბაძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |