Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ დუმბაძე![]()
Biographyრუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ნიკოლოზ დუმბაძე დაიბადა 1854 წლის 10 ივლისს გურიის სოფელ შემოქმედში. მამა – ცნობილი ლოტბარი და მგალობელი ანტონ დუმბაძე. დედა – თავად ნაკაშიძის ასული. მისი ძმები – ივანე, იოსები, სამსონი და მიხეილი, აგრეთვე, რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე, იალტის, მთავარმმართებელი. ნიკოლოზ დუმბაძე მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთისა (1877–1878) და პირველ მსოფლიო (1914–1918) ომებში. იყო ბათუმის მიხეილის ციხე-სიმაგრის არტილერიის ბატალიონის მეთაური. 1896 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1906 წლიდან მიიღო გენერლ-მაიორის წოდება, 1911 წლიდან ხელმძღვანელობდა მე-3 გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას. გარდაიცვალა პარიზში 1927 წლის 9 მარტს. დაკრძალეს გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, 1927 წლის 16 აპრილს, ბულონის ახალ სასაფლაოზე, წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_დუმბაძე 2. www.grwar.ru/persons/persons.html?id=2698...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |