The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლადო არველაძე

ლადო არველაძე
Other name:ანი  (Pseudonym)
ანჩარი  (Pseudonym)
დამკვირვებელი  (Pseudonym)
ს.ს.  (Pseudonym)
ქაცვია მწყემსი  (Pseudonym)
Date of birth:15 September, 1908
Date of death:17 October, 1975  (at 67 years)
Burial location:რომი, იტალია
Category:Writer

Biography

XX საუკუნეში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბელეტრისტის, ლადო არველაძის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. მისი საქმიანობის მეცნიერული შესწავლით სოცოცხლის ბოლო წლებში გურამ შარაძე იყო დაინტერესებული და თბილისში ჩამოიტანა კიდეც ნიუ–იორკსა და პარიზში გამოცემული ლადო არველაძის რამდენიმე ხელნაბეჭდი წიგნი, რომლის გამოცემაც სამწუხაროდ ვეღარ მოასწრო.

ლადო არველაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან ქართული ემიგრაციის მუზეუმში დღესდღეობით საბეჭდ მანქანაზე აკრებილი ოთხი წიგნია დაცული: 1. მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წ. III, გვ. 110, პარიზი, 1963 წ.; 2. მოთხრობები, ნიუ–იორკი, 1964 წ. გვ. 156.; 3. პატარა მოთხრობები, ნიუ–იორკი, 1965 წ. გვ. 154.; 4. მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის, წიგნი VI, ნიუ–იორკი, 1996 წ. გვ. 216.

თავის მოგონებათა წიგნში ლადო არველაძე „მშობლიურ მიწასა და უცხო მიწათა შორის“ საკმაოდ დაწვრილებით მოგვითხრობს საკუთარი ცხოვრების ამბავს. მაგრამ რადგანაც ამ წიგნების პირველი და მეორე ნაწილი ხელმიუწვდომელია, მწერლის ბიოგრაფიის ადრეული პერიოდის შესხაებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. იგი დაბადებული უნდა იყოს 1910-1920-იანი წლების მიჯნაზე იმერეთის ერთ–ერთ სოფელში სიმონ და ქრისტინე არველაძეების ოჯახში. დედა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა. უმცროსი და–ძმის მოვლა მამასთან ერთად უფროსმა დამ – მაგდანამ იკისრა, რომელიც იმხნად თვითონაც თერთმეტი წლისა ყოფილა. თექვსმეტი წლის ასაკში მაგდანა ცოლად გაჰყვა ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე ქალაქ ხარბინში სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველს და იქ გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ნაადრევად გარდაიცვალა და იქვე დაასაფლავეს.

სამამულო ომის დაწყებისთანავე ლადო არველაძე ფრონტზე გაუწვევიათ. ძირითადად ქერჩსა და სევასტოპოლში მიმდინარე საომარ ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. 1942 6 ივლისს სევასტოპოლთან მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს ალყაში მოქცეული ლადო არველაძე, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, გერმანელებს ტყვედ ჩაბარდა. ტყვეობის დროს უკრაინის, პოლონეთის და გერმანიის ტყვეთა ბანაკებში მოუხდა ყოფნა. შემდეგ ორწელიწადნახევარი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც 1943 წლის ზაფხულში მოხვდა ქართველ ტყვეთა ბატალიონის წევრებთან ერთად.

იტალიაში ცხოვრების პერიოდში ლადო არველაძე იქაურ მანდილოსანზე დაქორწინებულა. 40-იანი წლების ბოლოს არველაძეების ოჯახში ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად.  ამერიკაში ლადო არველაძის მეუღლეს იმდენად საქმიანი და გულთბილი ურთიერთობა დაუმყარებია იქაურ ქართულ დიასპორასთან, რომ 1954 წ. აგვისტოში იგი „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ წვერადაც კი აურჩევიათ (გ. კობახიძე, „ცნობის ფურცელი“ N4).

ლადო არველაძე აქტიურად იყო ჩართული ამერიკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. 1952 წ.  5 ოქტომბერს ნიუ–იორკში დაარსეს უპარტიო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია „ქართველთა დემოკრატიული კავშირი“, რომელსაც იმავე წლის 2 ნოემბერს შეუცვალეს სახელი და უწოდეს „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ლადო არველაძე აქტიურად საქმიანობდა დასახელებული ორგანიზაციის  და მისი პერიოდული ორგანიზაციების – ჟურნალ „ჩვენი გზისა“ და საინფორმაციო ბიულეტენ „ცნობის ფურცლის“ საქმიანობაში (აქვეყნებდა ნაწერებს ფსევდონიმებით – „ქაცვია მწყემსი“, „ს.ს.“ „ანჩარი“. „ანი“, „დამკვირვებელი“).

ზუსტად ცნობილი არ არის , რომელ წლამდე ცხოვრობდა ლადო არველაძე ამერიკაში. ცნობილია მხოლოდ ის რომ ბოლო წიგნი, რომელიც ნიუ–იორკში ცხოვრების პერიოდში გამოსცა 1966 წლით თარიღდება. სიცოცხლის ბოლო წლები მწერალმა რომში გაატარა, სადაც 1975 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

წყარო:

1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ლადო არველაძე – ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე უცნობი ქართველი მწერალი // ქართველოლოგიური ეტიუდები II / ავთანდილ ნიკოლეიშვილი. – ქუთაისი, – 2015. – გვ. 325-372.

** Suggested Tamar Gusharashvili in 2023-02-28 16:45:26 **

დაბადებულია 1908 წლის 15 სექტემბერს


Share: