The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რევაზ დუმბაძე

რევაზ დუმბაძე
Date of birth:1900  (124 years)
Date of death:194?
Category:Military Person

Biography

სამხედრო ინჟინრის, გენერალ–მაიორ სამსონ დუმბაძის უმცროსი ვაჟი რევაზ დუმბაძე 1900 (ან 1899) წელს დაიბადა. ოჯახის ტრადიციას არც მან უღალატა და სამხედრო საქმეს მიუძღვნა ცხოვრება. 1918 წელს დაამთავრა ოდესის კადეტთა კორპუსი. სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა თეთრგვარდიელთა მხარეს მოხალისეთა არმიაში. I ცხენოსანთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა ყუბანის პირველ (ყინულოვან) ლაშქრობაში. მიღებული აქვს წმ. გიორგის ჯვრის IV ხარისხის ორდენი. იმავე პოლკის წევრი იყო სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 1919 წლის 1 ნოემბრიდან ატარებდა პრაპორშჩიკის ჩინს. რუსულ არმიასთან ერთად წავიდა ევაკუაციაში ყირიმიდან გალიპოლში. 1920 წელს გენერალ კუტეპოვის ადიუტანტია, კორნეტი. 1920–1922 წლებში ბულგარეთში იმყოფება. 1920 წლის 18 დეკემბრისთვის 1–ლი საარმიო კორპუსის მმართველობაშია გალიპოლში. 1925 წლის შემოდგომაზე ვხედავთ გალიპოლის 1–ლი როტის შემადგენლობაში, იუგოსლავიაში. ამ დროს უკვე პორუჩიკია. იქვე დარჩა ემიგრაციაში. 1941 წლის აგვისტოში მისი კვალი იკვეთება იუგოსლავიის არმიაში, სადაც უნტერ–ოფიცერია ან რეზერვის ჯარისკაცი.

რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ რევაზ დუმბაძის ბიძები – ივანე, ნიკოლოზი, იოსები და მიხეილი. სამხედროები იყვნენ მისი ძმებიც – ლევან დუმბაძე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (ემიგრირებული იყო იუგოსლავიაში) და გიორგი დუმბაძე, კაპიტანი. იბრძოდა თეთრგვარდიელთა რიგებში აღმოსავლეთის ფრონტზე. ემიგრაციაში იმყოფებოდა ამერიკაში, ლოს–ანჟელესში.

წყარო:

1. rosgenea.ru/?alf=5&serchcatal=Думбадзе&r=4 

2. zav.ansya.ru/health/nastoyashaya-kniga.../pg-7.html

3. www.sammler.ru 


Share: