The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ დუმბაძე

მიხეილ დუმბაძე
Date of birth:19 August, 1868
Date of death:1918  (at 49 years)
Category:Military Person

Biography

მიხეილ დუმბაძე დაიბადა 1868 წლის 19 აგვისტოს, ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამა, აზნაური ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე ცნობილია, როგორც ლოტბარი და მგალობელი, მაგრამ იგი ამავე დროს იყო  პოლიციის პორუჩიკი, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი. ცოლად ჰყავდა თავად ნაკაშიძის ასული. ოჯახში ცხრა შვილი იზრდებოდა – 2 ასული და შვიდი ვაჟი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა და ელენე. უფროსი ვაჟი, დავითი სასულიერო პირი გახდა და ამავე დროს მამის საქმის გამგრძელებელი, განთქმული მგალობელი იყო; მელიტონი სამოქალაქო სამსახურში ჩადგა; დანარჩენმა ვაჟებმა კი სამხედრო საქმეს მიუძღვნეს ცხოვრება და ხუთივემ რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ–მაიორობას მიაღწია.

მიხეილ დუმბაძემ 1878 წელს დაამთავრა პოლტავის სამხედრო გიმნაზია, შემდეგ კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი მეორე თანრიგით. 1878 წლის სექტემბრის თვიდან იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. მსახურობდა 149–ე ქვეითთა შავი ზღვის პოლკში. სამხედრო კარიერაში გაიარა შემდეგი საფეხურები: 1880, 8 აგვისტო – პრაპორშჩიკი; 1884, 15 აგვისტო – პოდპორუჩიკი; 1888, 15 აგვისტო – პორუჩიკი; 1890 წლიდან გადავიდა კავკასიის (ველურ) მსროლელთა რაზმში;  1894 წლის 6 თებერვლიდან გადაინაცვლა სასაზღვრო დაცვაში. 1895, 2 აპრილი – შტაბს–როტმისტრი; 1899, 18 აპრილი – როტმისტრი; 1909 წლიდან 26–ე ყარსის სასაზღვრო ბრიგადის ცალკე კორპუსის როტმისტრია; 1911, 4 მარტი – პოდპოლკოვნიკი; 1911–1913 წლებში 27–ე ერევნის სასაზღვრო ბრიგადის რაზმს მეთაურობს; 1913 წლიდან გენერალ–მაიორია. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა სტანისლავის III ხარისხით (1896); წმინდა ანას III ხარისხით (1901); წმინდა სტანისლავის II ხარისხით (1908).

მიხეილ დუმბაძე სავარაუდოდ 1918 წელს გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

წყარო:

1. histpol.pl.ua/ru/...ppkk.../vospitanniki-ppkk-1878?...

2. დოლიძე, ლევან. გენერლები საქართველოდან : საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე . - თბ., 2003. გვ. 52. 


Share: