Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გოგი ალექსი–მესხიშვილი![]()
Biographyგოგი ალექსი–მესხიშვილი დაიბადა 1941 წლის 2 მარტს თბილისში, ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი–მესხიშვილის ოჯახში. დედა – თინათინ ფანიაშვილი. 1960–1967 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (ფერწერა, დეკორაციული მხატვრობა). მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო – „სვანეთი“. პედაგოგები: აპოლონ ქუთათელაძე, სერგო ქობულაძე, ფარნა ლაპიაშვილი. 1968 წლიდან გოგი ალექსი–მესხიშვილი სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში: თბილისი (1982); ლენინგრადი და მოსკოვი (1982); სანტიაგო ( 1994); ფარაჯანოვის მუზეუმი (ერევანი, 1993); „ბონინო გალერეა“ (ნიუ–იორკი, 1994) და სხვა; მისი ნამუშევრები დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში (თბილისი); ბახრუშინის თეატრალურ მუზეუმში (მოსკოვი); ი. გლინკას სახელობის მუსიკალურ მუზეუმში (მოსკოვი); რუსულ მუზეუმში (პეტერბურგი); აშშ–ის. ინგლისის, საფრანგეთის, რუსეთის კერძო კოლექციებში. 1971 წლიდან გოგი ალექსი–მესხიშვილი იყო შ. რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის დრამატული თეატრების, ასევე, ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი; 1975 წელს აირჩიეს რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა: „შუშის სამხეცე“, „ფარისეველთა შეთქმულება“, „ექიმი სტოკმანი, „საბრალდებო დასკვნა“, „იულიუს კეისარი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „პაემანი ცაში“, „დრაკონი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ჩვენი თანამედროვე“, „ჩემო კალამო“, „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“, „ტარტიუფი“, „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“, „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის“, „იაკობის სახარება“, „ცხოვრება სიზმარია“, "როგორც გენებოთ, ანუ შობის მე–12 ღამე" და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეჟისორ რობერტ სტურუასთან ერთად შექმნილი სპექტაკლები: სუმბათაშვილის „ღალატი“ (1974); ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე" (1975) და „სეჩუანელი კეთილი ადამიანი" (1993); კარლო გოცის „ქალი-გველი" (1998) ... კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაფორმებული აქვს; ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა“ (1973); ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“ (1978); დიკენსის „დიდი იმედები“ (1979); ჩიკამაცუს „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1981) და სხვა. კინომსახიობთა თეატრში მიხეილ თუმანიშვილთან ერთად დადგა მოლიერის „დონ ჟუანი” (1981); უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1993)... 1967-71 წლებში გოგი ალექსი–მესხიშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მის მიერაა გაფორმებული ფილმები: „ფეოლა“ (1970); „გლადიატორი“ (1972); „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1985); „აშუღ–ყარიბი“ (1988)... 1986–1995 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი იყო. გაფორმებული აქვს სპექტაკლები: „და არს მუსიკა" (1984); „აბესალომ და ეთერი" (1986); „დონ ჟუანი" (1983); „ბალ–მასკარადი" (1989); „კარმენი" (1999); ბალეტი – „ქორეოგრაფიული სიუიტა" (1976, ო. თაქთაქიშვილი) და სხვა. მასვე ეკუთვნის სცენოგრაფია მიუზიკლებისა – „სანამ ურემი გადაბრუნდება" (1973, გ. ცაბაძე), „ჩემი გული აქაა" (1977, გ. ცაბაძე, ოდესა)... გოგი ალექსი-მესხიშვილმა შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის: ჩეხოვის სახელობის დიდი სამხატვრო თეატრი (მოსკოვი); „ლა ფენიჩე“ (ვენეცია); „თეატრ კომუნალე“ (ბოლონია); „ბავარიის ოპერა“ (მიუნხენი); „გაბიმა“ (თელ-ავივი); „სან-მარტინის“ თეატრი (ბუენოს აირესი); ჰელსინკის ნაციონალური თეატრი; მარინისა და დიდი დრამატული თეატრები (სანკტ-პეტერბურგი); „შაუშპილეჰაუზი“ (დიუსელდორფი); „მეტროპოლიტენ ოპერა“ (ნიუ იორკი); მის მიერაა გაფორმებული სპექტაკლები: „დედილო კურაჟი“ (ბუენოს აირესი); „პიკის ქალი“ (მიუნხენი); „ტარტიუფი“ (თელ-ავივი); „სამი და“, „ჰამლეტი“ (ლონდონი, 1992); „ევგენი ონეგინი“ (ბოლონია); „შეცდომათა კომედია“ (ჰელსინკი); „ოტელო“ (ბუსეტო); „თოლია“ (ნიუ იორკი); „ვერაგობა და სიყვარული“, „სიყვარული თელებქვეშ“, „მაკბეტი“, „სალომეა“, „კარმენი“ (პეტერბურგი); პუჩინის „დაი ანჟელიკა“ (ვენეცია, 1998); რახმანინოვის „ძუნწი რაინდი“ (ვენეცია, რეჟ. თ. ჩხეიძე); „ჰამლეტი“ (მოსკოვი); რიგის მიხეილ ჩეხოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო თეატრში – ა. ცაგარელის „ხანუმა“ გ. ყანჩელის მუსიკაზე; ვაშინგტონის შექსპირის თეატრში „მეფე ლირი“ (1999); ბუენოს–აირესში „ვენეციელი ვაჭარი“ (1999, რეჟ. რობერტ სტურუა); გერმანიაში გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1999, რეჟ. რობერტ სტურუა); ნიუ–იორკის მეტროპოლიტენ–ოპერაში პროკოფიევის „მოთამაშე“ (2000); 1999 წელს იმუშავა რუსი კომპოზიტორის — სერგეი სლონიმსკის ნაწარმოებზე „ივანე მრისხანეს ხილვანი“ რობერტ სტურუასა და მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად. გოგი ალექსი–მესხიშვილის სცენოგრაფიით შექმნილი სპექტაკლები წარმოდგენილი იყო ათენის, ავინიონის, ბერლინის, ბუენოს აირესის, ჩიკაგოს, ედინბურგის, ფლორენციის, ჰელსინკის, ლონდონის, მექსიკის, მოსკოვის, ნიუ იორკის, სანკ-პეტერბურგისა და ტოკიოს ფესტივალებზე.
https://ka.wikipedia.org/wiki/გოგი_ალექსი-მესხიშვილი https://burusi.wordpress.com/2010/03/26/aleqsi-meskhishvili/ www.reitingi.ge/interviu/3573-gogi-aleqsi-meskhishvili-saqarthveloshi-brundeba.html ციციშვილი, მაია. ალექსი-მესხიშვილი გიორგი (გოგი) // ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია : XVIII-XX საუკუნეები / მაია ციციშვილი, ნინო ჭოღოშვილი. - თბილისი, 2013. - გვ. 210-211 ვინ ვინ არის საქართველოში 2006: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006. –გვ.23–24 საქართველო: ენციკლოპედია. – თბ., 1987. – გვ. 103.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |