The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლია დოლიძე

ლია დოლიძე
Date of birth:1 September, 1946  (78 years)
Category:Historian

Biography

ლია ისიდორეს ასული დოლიძე დაიბადა ლონდონში, 1946 წლის 1 სექტემბერს. 1970 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკის ისტორიის განხრით. პედაგოგი – პავლე ხუჭუა. 1971–1972 წწ. მუშაობდა ტელერადიო კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად; 1973–1976 წწ. იყო ხელოვნებათმცოდნეობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტი, პედაგოგი – ბ. იარუსტოვსკი; საკანდიდატო დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობაში დაიცვა 1978 წელს, თემა  – „некоторые проблемы национального в психологии музыкального творчества на примере инструментальных произведений Стравинского и Прокофьева“ („ეროვნულობის პრობლემა მუსიკალური შემოქმედების ფსიქოლოგიაში სტრავინსკისა და პროკოფიების ინსტრუმენტალური ნაწარმოებების მაგალითზე“).

1980–1988 წწ. ლია დოლიძე იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი (XX ს–ის დასაწყისის დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორია); 1981 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. მოწაფეები: ქ. ბოლაშვილი, მ. ვირსალაძე, მ. სუხიაშვილი, ნ. ხატიაშვილი; არის საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის წევრი; 1988–1989 წწ. იყო მილანის მუსიკალური გამომცემლობა Ricordi-ს სტაჟიორი; მილანის მუსიკალური გამომცემლობის წევრი (1989); ლონდონის ენციკლოპედიის "The New Grove Dictionary of Music and Musicians" კონსულტანტი ქართული მუსიკის ფეროში (1995).

მუსიკოსს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, მათ შორის: „ქართული მუსიკის შესწავლის საკითხისათვის ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე“ (თსკ შრ. კრ., 2001); „პროგრესისა და განმანათლებლობის გზით“ (საბჭოთა ხელოვნება, 1986, N2); „ნაციონალურის გამოვლინების შესახებ მუსიკალური ხელოვნების ფსიქოლოგიაში“ (მოამბე, 1976, N1);  „გუსტავ მალერი“ (საბჭოთა ხელოვნება, 1970, N7) და სხვა.

1991 წლიდან ლია დოლიძე ცხოვრობს ინგლისში, ლონდონში.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 153.

2. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1996–97. – გვ. 71.


Share: