The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იური კობალაძე

იური კობალაძე
Date of birth:22 January, 1949  (75 years)
Category:Journalist

Biography

საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალ–მაიორი, ცნობილი პუბლიცისტი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და დეკანის მოადგილე, იური გიორგის ძე კობალაძე დაიბადა თბილისში, 1949 წლის 22 იანვარს. 1972 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველ მთავარ სამმართველოში. შემდგომი დაოსტატების მიზნით გაიარა სწავლება სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წითელდროშოვან ინსტიტუტში. 1977–1984 წლებში მსახურობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, როგორც სახელმწიფო ტელე–რადიო მიმომხილველი. საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ, 1984–1991 წლებში, მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის  ცენტრალურ აპარატში, საგარეო დაზვერვის პირველ მთავარ სამმართველოში. პერიოდულად, სახელმწიფო რადიო–ტელევიზიის ხაზით, დადიოდა მივლინებებში უცხოეთში. მაგალითად, ახლდა მიხეილ გორბაჩოვს მალტაში ვიზიტის დროს, ხოლო, 1989 წელს – ინგლისში. 1995 წლის 18 დეკემბრიდან მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იური კობალაძეს კვლავ მნიშვნელოვანი პოსტები ეკავა რუსეთის სახელმწიფო სამსახურში: 1991 –1999 წლებში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს–ბიუროს უფროსი იყო; 1999–2000–ში – ИТАР-ТАСС–ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 2000–2007–ში –  სააქციო საზოგადოება «Ренессанс Капитал»–ის აღმასრულებელი დირექტორი; 2006 წლის 23 სექტემბრიდან  –თანაწამყვანი გადაცემისა «В круге света» რადიო არხზე «Эхо Москвы»; 2010–დან – პროგრამა «Кейс»–ის „მუდმივი ექსპერტი“, ი. გუსმანთან ერთად; 2007–2010–ში – კომპანია Х5 Retail Group–ის აღმასრულებელი დირექტორი კორპორატიულ საკითხებში; 2010–2012–ში – ამავე კომპანიის გამგეობის თავმჯდომარის მრჩეველი; 2012–დან – შვეიცარიის საინვესტიციო ბანკ UBS–ის კონსულტანტი. 

დღეს იური კობალაძე საგარეო დაზვერვის სამსახურის გადამგდგარი გენერალია. განაგრძობს მოღვაწეობას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიჰყავს მასტერ–კლასი. 1977 წლიდან დაქორწინებულია (მეუღლე –ალა, ქალიშვილები – ეკატერინე და მანანა); ქართულისა და რუსულის გარდა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. დაჯილდოებულია 2 ორდენით, მათ შორის, „წითელი ვარსკვლავის“ ორდენით  და 14 მედლით.

წყარო:
1. https://ru.wikipedia.org/.../Кобаладзе,_Юрий_Георгиев.. 

2. გოგიტიძე, მამუკა. იური გიორგის ძე კობალაძე : გენერალ-მაიორი (18.12.1995) // სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 174

 

 

 


Share: