The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვერიკო ჭუმბურიძე

ვერიკო ჭუმბურიძე
Date of birth:20 April, 1996  (28 years)
Category:Musician

Biography

2016 წლის ოქტომბერში პოზნანში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო სავიოლინო კონკურსში 20 წლის მუსიკოსმა ვერიკო ჭუმბურიძემ გაიმარჯვა. მევიოლინე ჰენრიკ ვიანევსკის სახელობის კონკურსი პოლონეთში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. ოქროს მედალთან ერთად ვერიკო ფულადი ჯილდოს, 30 000 ევროს მფლობელიც გახდა. ჟიურის წევრების სიმპათია ქართველმა მევიოლინემ ჰენრიკ ვიანევსკის მეორე სავიოლინო კონცერტის შესრულებით დაიმსახურა. ასობით მაყურებლის წინაშე იგი პოზნანის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგა. კონკურსში მონაწილეობას ამერიკელი, პოლონელი, სამხრეთ კორეელი და იაპონელი მევიოლინეებიც იღებდნენ. 

ვერიკო ჭუმბურიძე 1996 წლის 20 აპრილს თურქეთში დაიბადა, სწავლობდა თურქეთის კონსერვატორიაში, მოგვიანებით კი სწავლა ვენაში განაგრძო. არის უამრავი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული. პირველი ჯილდოები მან 8-10 წლის ასაკში დაიმსახურა თურქეთსა და საქართველოში გამართულ მუსიკალურ კონკურსებში. თბილისის ნიჭიერთა ათწლედში სწავლისას მისი პედაგოგი იყო კონსტანტინე ვარდელი. 2004 წელს აიღო პირველი ადგლი საქართველოს ნაციონალურ კონკურსში. გარდა ამისა, იგი რამდენიმე სხვა კონკურსის პრიზიორიცაა. 2012 წელს ვერიკო პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოსთა  მე-7 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო სტამბოლის მუსიკალური ფესტივალის გახსნაში. ამავე წელს ახალგაზრდა მევიოლინე  მუსიკალურმა გამოცემა Andante-მ თურქეთის მუსიკალურ აღმოჩენად დაასახელა. ქართველი-თურქი მევიოლინე უკრავს ისეთ ცნობილ სახელმწიფო ორკესტრებთან, როგორებიცაა: ციურიხის კამერული ორკესტრი, მიუნჰენის კამერული ორკესტრი, რუსეთის სახელმწიფო ორკესტრი და სხვები. ხშირად ჩამოდის საქართველოში. 2015 წლის აპრილში შვეიცარიაში მცხოვრებ პიანისტ ირინა ვარდელთან ერთად თბილისში გამართა კამერული მუსიკის საღამო. პროგრამაში იყო ბახის, შუბერტის, სენ–სანსისა და შნიკეს ნაწარმოებები. 
ვერიკო ჭუმბურიძე ჯოვანი გუადანინის მიერ 1756 წელს დამზადებულ ვიოლინოზე უკრავს, რომელიც გერმანული მუსიკალური ფონდის Deutsche Stiftung Musikleben-ის სახსოვარია.

წყარო:

1. www.ambebi.ge/tegebi.html?tags=110193-ვერიკო+ჭუმბურიძე 


Share: