The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ყანჩელი

Date of birth:1968  (56 years)
Category:Designer, Painter

Biography

სანდრო ყანჩელი 1968 წელს დაიბადა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განაგრძო სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მულტფილმის მხატვრის სპეციალობაზე. სწავლის პერიოდში ბოლო ორი სემესტრი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში, სადაც დაეუფლა ფილმის წარმოების საფუძვლებს.

1994 წელს მუსიკალური გამომცემლობისა და ხმისჩამწერი ლეიბლის ECM Records-ის მიწვევით გადასახლდა მიუნხენში, სადაც რვა წლის განმავლობაში მუშაობდა პროდუსერის ასისტენტად და პროდუქციის კოორდინატორად. გამომცემლობაში მუშაობის პერიოდში დაეუფლა ბეჭდვითი მედიის დიზაინერის სპეციალობას და მიიღო საფუძვლიანი გამოცდილება საავტორო უფლებების მართვაში.

2003-2004 წლებში სანდრო ყანჩელი ცხოვრობდა კიოლნში, სადაც დამოუკიდებელი გრაფიკოს- დიზაინერის რანგში თანამშრომლობდა სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის, ბონის სიმფონიურ ორკესტრთან. 2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გრაფიკისა და პროდუქციის სამსახურს. პარალელურად ახორციელებდა სხვადასხვა პროექტს როგორც პროდუსერი და არტ დირექტორი. სწორედ ამ პერიოდში ჩაუყარა საფუძველი დამოუკიდებელ საგამომცემლო საქმიანობასაც.

სანდრო ყანჩელი 2008 წელს დაბრუნდა გერმანიაში და ECM Records-ში მუშაობის განახლებასთან ერთად ხელი მიჰყო დამოუკიდებლად ნოტების გამოცემას, საავტორო უფლებების ადმინისტრირებასა და მუსიკის ლიცენზირებას.

წყარო: 

1.https://rebraindrain.wordpress.com/სანდრო-ყანჩელი-ბიოგრაფია 


Share: