The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე გელოვანი

Date of birth:196?
Category:Musician

Biography

ალექსანდრე გელოვანმა დაამთავრა ბერლინის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი, პროფერსორ ალენდორფის (ვილჰელმ ფურტვენგლერის მოსწავლე) კლასი. სტუდენტობის პერიოდში ის იყო იულიუს-შტერნის ინსტიტუტის ორკესტრის ხელმძღვანელი და მუშაობდა გეორგ შოლტის დირიჟორ-ასსისტენტად ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის საკონცერტო პროგრამების მომზადებისას. ოთხი წლის განმავლობაში იყო ჰერბერტ ფონ კარაიანის ჰოსპიტანტი ბერლინის ფილარმონიის ორკესტრში.

სწავლის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე გელოვანმა დაიწყო სადირიჟორო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1990 წლიდან იგი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუდმივი სტუმარ-დირიჟორი გახდა. 1996 წლიდან ეწევა ინტენსიურ პედაგოგიურ და საკომპოზიციო მოღვაწეობას.

წყარო:

1.https://rebraindrain.wordpress.com/ალექსანდრე-გელოვანი-ბიოგ/ 

 


Share: