შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე გელოვანი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე გელოვანმა დაამთავრა ბერლინის კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი, პროფერსორ ალენდორფის (ვილჰელმ ფურტვენგლერის მოსწავლე) კლასი. სტუდენტობის პერიოდში ის იყო იულიუს-შტერნის ინსტიტუტის ორკესტრის ხელმძღვანელი და მუშაობდა გეორგ შოლტის დირიჟორ-ასისტენტად ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის საკონცერტო პროგრამების მომზადებისას. ოთხი წლის განმავლობაში იყო ჰერბერტ ფონ კარაიანის ჰოსპიტანტი ბერლინის ფილარმონიის ორკესტრში. სწავლის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე გელოვანმა დაიწყო სადირიჟორო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1990 წლიდან იგი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მუდმივი სტუმარ-დირიჟორი გახდა. 1996 წლიდან ეწევა ინტენსიურ პედაგოგიურ და საკომპოზიციო მოღვაწეობას. წყარო: https://rebraindrain.wordpress.com/ალექსანდრე-გელოვანი-ბიოგ/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |