The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე მურადაშვილი

სხვა სახელი:ედუარდ ბლინი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1956  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ივანეს ძე მურადაშვილი დაიბადა 1890 წელს. 1908 წელს შევიდა ქ. ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1910 წელს სწავლა მიატოვა და გაემგზავრა პარიზში ხმის დასახვეწად. ოჯახში მისი მომღერლობის წინააღმდეგი იყვნენ და ამიტომ მამამ ყოველგვარი მატერიალური დახმარება შეუწყვიტა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრემ მაინც განაგრძო მეცადინეობა. 1915 წლამდე ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა პარიზში, შემდეგ მილანში; სწავლის დამთავრების შემდეგ გამოდიოდა მაროკოს, ტუნისის, ჟენევის საოპერო სცენებზე, მეტროპოლიტენ-ოპერაში (აშშ-ში); 1919 წლიდან 1956 წლამდე იყო პარიზის გრანდ-ოპერის წამყვანი ბარიტონი და რეჟისორი. მოღვაწეობდა ედუარდ ბლანის ფსევდონიმით.

ალექსანდრე მურადაშვილი 1956 წელს გარდაიცვალა.

საზღვარგარეთ ცხოვრობდა ალ. მურადაშვილის ძმა - ლევანიც. გამოჩენილი მოქანდაკე. თავდაპირველად მოღვაწეობდა პარიზში, შემდეგ აშშ-ში გადასახლდა. მან სამჯერ მოიპოვა ოქროს მედალი მსოფლიო გამოფენებზე. მეორე ძმამ, კონსტანტინემ, 1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ტენორი) და 40 წლის მანძილზე მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში.

წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 341

2. მჭედლიძე, დიმიტრი. ქართველ მომღერალთა სამი თაობა. - თბ., 1968. –გვ. 86–87.


გააზიარე: