Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით თვალჭრელიძე![]()
Biography27 წლის დათო თვალჭრელიძე სილიკონ ველიზე ერთ-ერთი კომპანიის Palantir Technologies-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. დათო აღნიშნულ კომპანიაში უკვე მესამე წელია მუშაობს. მანამდე ერთი წელი ლონდონის ფილიალში საქმიანობდა, ახლა კი კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში, სათავო ოფისში მოღვაწეობს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სწავლის ბოლო წელს პროფესორ ალექსანდრე გამყრელიძის რეკომენდაციით გაიგზავნა სტაჟირებაზე VMware-ში, რომელიც „სილიკონ ველიზე“ ვირტუალიზაციის განხრით ყველაზე წარმატებული კომპანიაა. ამას მოჰყვა სტაჟირება Dropbox-ში, რომელიც 6 თვე გაგრძელდა და ძალიან ნაყოფიერი იყო. ბოლოს კი სტაჟირება გაიარა პატარა სტარტაპ კომპანია imo.im-ში. დათოს განმარტებით, ტექნოლოგიურ კომპანიებში მოხვედრა თავდაპირველად რთულია, თუმცა გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, LinkedIn-ის ანგარიშის საშუალებით კორპორაციების წარმომადგენლები თავად უკავშირდებიან პოტენციურ დასაქმებულებს. სწორედ ასე დაუკავშირდნენ მას Palantir Technologies-დან. დათო თვალჭრელიძე ამჟამად მუშაობს Palantir Gotham-ის პროგრამულ გადაწყვეტაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ფართოდ გამოიყენებენ. პროგრამა მომხმარებლებს დიდი ოდენობით ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზის გაკეთებაში ეხმარება. „ვფიქრობ, რომ საქართველოში იმ განათლების მიღება შესაძლებელია, რომელიც აქ მოხვედრის საშუალებას აძლევს ადამიანს. ამაში თვითგანვითარებასაც დიდი წვლილი აქვს ცხადია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის და საკმაოდ ბევრმა შეძლო ეს. ასევე არსებული კონტიგენტი ეხმარება სხვებს აქ მოხვედრაში. როდესაც გამოცდილება გროვდება, წესით ეს უფრო და უფრო მარტივი უნდა გახდეს“, –აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი. წყარო: 1. businesscontract.ge/ka/article/quotsaqartveloshi-im-ganatlebis-migeba.../9906 2. https://bpn.ge/.../31874-rogor-mokhvda-qarthveli-akhalgazrda-amerikashi-silikon-vel...
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |