The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით თვალჭრელიძე

დავით თვალჭრელიძე
Date of birth:1990  (34 years)
Category:Engineer

Biography

27 წლის დათო თვალჭრელიძე სილიკონ ველიზე ერთ-ერთი კომპანიის Palantir Technologies-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია. დათო აღნიშნულ კომპანიაში უკვე მესამე წელია მუშაობს. მანამდე ერთი წელი ლონდონის ფილიალში საქმიანობდა, ახლა კი კალიფორნიის ქალაქ პალო ალტოში, სათავო ოფისში მოღვაწეობს. 
პროგრამირებით საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. ინფორმატიკის შესწავლა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაიწყო. შემდეგ სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობდა, რაც მომავალში რეზიუმის შედგენაში დაეხმარა. სკოლის პერიოდში სამჯერ იყო საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრი. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მფლობელია. მისი რეზიუმის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სწავლის ბოლო წელს პროფესორ ალექსანდრე გამყრელიძის რეკომენდაციით გაიგზავნა სტაჟირებაზე VMware-ში, რომელიც „სილიკონ ველიზე“ ვირტუალიზაციის განხრით ყველაზე წარმატებული კომპანიაა. ამას მოჰყვა სტაჟირება Dropbox-ში, რომელიც 6 თვე გაგრძელდა და ძალიან ნაყოფიერი იყო. ბოლოს კი სტაჟირება გაიარა პატარა სტარტაპ კომპანია imo.im-ში. დათოს განმარტებით, ტექნოლოგიურ კომპანიებში მოხვედრა თავდაპირველად რთულია, თუმცა გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, LinkedIn-ის ანგარიშის საშუალებით კორპორაციების წარმომადგენლები თავად უკავშირდებიან პოტენციურ დასაქმებულებს. სწორედ ასე დაუკავშირდნენ მას Palantir Technologies-დან.
გასაუბრება ახალგაზრდა პროგრამისტმა ეტაპოვრივად გაიარა. თავდაპირველად ტელეფონით გაესაუბრნენ, ბოლო ეტაპზე კი უკვე ადგილზე ჩავიდა  და ოფისში შეხვდა რამდენიმე ადამიანს. დათო ამბობს, რომ გასაუბრების პროცესი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სურვილის შემთხვევაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დიდ ამერიკულ კომპანიებში დასაქმება სრულიად რეალურია: ”ყველას ვურჩევ გააკეთონ Linkedin-ის ანგარიში და სცადონ, რაც შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს. საქართველოდან „სილიკონ ველიზე“ მოსახვედრად ყველაზე მარტივი გზა ოლიმპიადებში ადრეული ასაკიდანვე ჩართვაა. ერთის მხრივ, ეს რეზიუმეში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. მეორე მხრივ კი, გასაუბრებაზეც სწორედ ისეთი კითხვები მოდის, რისი ამოხსნაც ოლიმპიადაზე უწევთ. შესაბამისად, ოლიმპიადაში მონაწილეობა მშვენიერი გამოცდილებაა. ასევე Open Source პროექტებს შეუძლიათ, შეუერთდნენ GitHub-ზე, რაც სხვადასხვა კომპანიისთვის თავის მოწონების კარგი საშუალებაა”.

დათო თვალჭრელიძე ამჟამად მუშაობს Palantir Gotham-ის პროგრამულ გადაწყვეტაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურები ფართოდ გამოიყენებენ. პროგრამა მომხმარებლებს დიდი ოდენობით ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზის გაკეთებაში ეხმარება. „ვფიქრობ, რომ საქართველოში იმ განათლების მიღება შესაძლებელია, რომელიც აქ მოხვედრის საშუალებას აძლევს ადამიანს. ამაში თვითგანვითარებასაც დიდი წვლილი აქვს ცხადია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის და საკმაოდ ბევრმა შეძლო ეს. ასევე არსებული კონტიგენტი ეხმარება სხვებს აქ მოხვედრაში. როდესაც გამოცდილება გროვდება, წესით ეს უფრო და უფრო მარტივი უნდა გახდეს“, –აღნიშნავს ახალგაზრდა მეცნიერი. 
უკეთესი განათლების მიღებაში, საკუთარი თავის უკეთ რეალიზაციასა და როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში წარმატებით დასაქმებაში ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს მაღალტექნოლოგიური კერძო ცენტრი „სილიკონ ველი თბილისი“ უწევს დახმარებას. 2016 წლის სექტემბერში გახსნილი ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, IT აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.  

წყარო: 

1. businesscontract.ge/ka/article/quotsaqartveloshi-im-ganatlebis-migeba.../9906

2. https://bpn.ge/.../31874-rogor-mokhvda-qarthveli-akhalgazrda-amerikashi-silikon-vel...

 

 


Share: