The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამაზ გაბრიჭიძე (გაბრიჩიძე)

თამაზ გაბრიჭიძე (გაბრიჩიძე)
Date of birth:18 November, 1951  (72 years)
Category:Engineer, Chemist

Biography

თამაზ გიორგის ძე გაბრიჭიძე დაიბადა ქ. ზესტაფონში, 1951 წლის 18 ნოემბერს. 1974 წელს დაამთავრა სარატოვის უმაღლესი სამხედრო –ქიმიური სასწავლებელი, 1984 წელს – მოსკოვის მარშალ ტიმოშენკოს სახელობის ქიმიური დაცვის სამხედრო აკადემია.

მსახურობდა სსრკ სხვადსხვა სამხედრო ოლქებში: 1974–1981 წწ. ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში – ოცმეთაურად, ასმეთაურად, საარტილერიო პოლკის ქიმიური სამსახურის უფროსად; 1984–1987 წწ. – დივიზიის ქიმიური სამსახურის უფროსად; 1987–1992 წწ. – კორპუსის ქიმიური ჯარების უფროსად; 1992–1994 წწ. – საგანგებო სიტუაციების შტაბის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსად.

1994–1997 წწ. თამაზ გაბრიჭიძე მსახურობდა შტაბის უფროსად სამოქალაქო თავდაცვასა და საგანგებო სიტუაციების დარგში უდმურტიის რესპუბლიკაში (რუსეთი); 1997–2006 წწ. – კომიტეტის თავმჯდომარედ; 2002 წლიდან იყო უდმურტიის რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მინისტრი; 2006–2009 წწ. – რუსეთის სსრ საგანგებო სიტუაციების მთავარი სამმართველოს უფროსი სამარის ოლქში; 2009 წლიდან თადარიგშია.

2000 წლის 19 თებერვლიდან თამაზ გაბრიჭიძე მილიციის გენერალ–მაიორია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002); რუსეთის საინჟინრო აკადემიისა (2003) და რუსეთის სამედიცინო–ტექნიკური მეცნიერებათა აკადემის (2002) ნამდვილი წევრი; უსაფრთხოების, თავდაცვისა და მართლწესრიგის პრობლემების აკადემიის აკადემიკოსი (1999).

წყარო:

1. გოგიტიძე, მამუკა. თამაზი გიორგის ძე გაბრიჭიძე // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი) / 2. მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბ., 2015.- გვ. 172

3. viperson.ru/people/gabrichidze-tamazi-georgievich

4. энциклопедия-урала.рф/.../Габричидзе_Тамази_Георг


Share: