The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


თეა დემურიშვილი

თეა დემურიშვილი
Date of birth:22 April, 1969  (49 years)
Category:Singer

Biography



 

თეა დემურიშვილი 1969 წლის 22 აპრილს მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. ბებია – გალინა იშჩენკო ოპერის მომღერალი გახლდათ, მამა, ჰამლეტ დემურიშვილი კი, არაჩვეულებრივი ტენორის პატრონი. „ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვო­ბა მქონ­და. თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე და­ვი­ბა­დე და სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე გა­ვი­ზარ­დე... 10 წლით უფ­რო­სი და მყავს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ექი­მია. მა­მას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხმა ჰქონ­და, დე­დაც მღე­რო­და და ჩემს სახ­ლ­ში სულ სიმ­ღე­რა ის­მო­და. ამ­ბო­ბენ, რომ მე ჯერ სიმ­ღე­რა და­ვიწყე და მე­რე - ლა­პა­რაკი­“, – იგონებს მომღერალი.

ბავ­შ­ვო­ბა­ში მსახიობობა უნდოდა და ამისთვის სერიოზულად ემზადებოდა – პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში და­დი­ო­და რეჟისორ ნუგ­ზარ ბაგრატიონის ჯგუფში, მეტყველებას ელ­დი­ნო სა­ღა­რა­ძესთან ეუფლებოდა, მაგრამ მამა იყო წინააღმდეგი და მისი თხოვნით ჩააბარა კონსერვატორიაში. მანამდე, 1986 წელს, დაამთავრა თბილისის VII მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს სპეციალობით (პედ.: ლ.ჯაყელი) და მამის დაჟინებით მოსმენაზე მივიდა „ნიჭიერთა ათწლედში“ ვოკალის პედაგოგ დი­ზი (ოლიმპ) ხე­ლაშ­ვილ­თან. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც მის კლასში სწავლობდა და სწორედ მას უმადლის რომ აზრი შეეცვალა მომღერლის პროფესიაზე.

„დღეს ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი... სცე­ნა­ზე მსა­ხი­ო­ბიც ვარ და მომ­ღე­რა­ლიც. სიმ­ღე­რა შე­მიყ­ვარ­და დი­ზი ხე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძის (მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე დავ­დი­ო­დი) დამ­სა­ხუ­რე­ბით. სხვა­თა შო­რის, რაც კი ჩემ­ზე საზღ­ვარ­გა­რეთ და­წე­რი­ლა, ყველ­გან ხაზს უს­ვა­მენ ჩემს მსა­ხი­ო­ბურ მო­ნა­ცე­მებს და ეს მა­ხა­რებს“, – აღნიშნავს მომღერალი.. 
თეამ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი. პირ­ვე­ლი გასვლა საზღვარგარეთ ტუ­ლუ­ზა­ში ჰქონდა, სადაც კონკურსზე იმყოფებოდა. 1994-1996 წწ. გაიარა სპეციალიზაცია ოზიმოს (იტალია) მუსიკალურ აკადემიაში, პედაგოგები სერჯო სეგალინი, მარიო მელანი. აკადემიაში კონკურსით გავიდა და სტიპენდია დაიმსახურა. 1996 წლიდან გაიარა ვოკალის სპეციალური კურსი „ლა სკალაში“ მაგდა ოლივეროსთან და ალ­ფ­რე­დო კრა­უს­თან, სა­დაც 1996 წელს, ასე­ვე დი­დი კონ­კურ­სის შე­დე­გად მო­ხ­ვ­და. ამავე წელს გაიმარჯვა კონკურსში და ჩაირიცხა მარია ჩიარას მასტერკლასში, ასევე გაიარა ვოკალის კურსი მილანის კონსერვატორიაში გ. კანეტისთან.

მომღერლის შემოქმედებაში ღირსშესანიშნავი იყო მილანში, ვერდის სახელობის დარბაზში გამართულ კონცერტში და ამავე დარბაზში კარუზოს ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიცაა: ფაბიო არმელიატო, პიეტრო კაპუჩილი, კარლო მარია ჯულინი.

თეა დემურიშვილის არტისტული ბიოგრაფია მეტად შთამბეჭდავია. იგი სხვადასხვა წლებში მსმენელის წინაშე წარსდგა იტალიის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, არგენტინის, მექსიკის, საფრანგეთის ცნობილ საოპერო და საკონცერტო სცენებზე. მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, რომელთა შორის აღსანიშნავია უექსფორდის (ირლანდია), რადიო ფრანსის მონპელიეს და პარიზის სენ დენის (საფრანგეთი), სტრეზას და ვერდის სახელობის (იტალია)  ფესტივალები; მადრიდში შეასრულა კარმენის (ბიზე "კარმენი"), ამნერისის (ვერდი "აიდა") პარტიები; 1999 წელს "რადიო ფრანსეს" ფესტივალზე –  მთავარი პარტია (მასკანი "პარიზინა"), 2000 წელს ამავე ფესტივალზე – კასანდრა (ვ. გნეჩი "კასანდრა"), 2001 წელს ვერდის სახელობის ფესტივალზე შეასრულა აზუჩენას პარტია ჯ. ვერდის ოპერა „ტრუბადურში“.

თეა დემურიშვილი თანამშრომლობს დირიჟორებთან: ჯ. არონოვიჩი, რ. დიმერი, ჟან–კლოდ კასადესუსი, დანიელე კალეგარი, ჯანანდრეა ნოსედა, რიკარდო ფრიცა, რ. ჯოვანეტი, ისააკ კარაბჩევსკი და სხვ.; მის პარტნიორთა შორისაა: ლადო ათანელი, მარჩელო ალვარესი, პაატა ბურჭულაძე, მარია გულეგინა, ევა მარტონი, დენია მაცოლა, ჯუზეპე საბატინი, ალბერტო კუპიდო, სალვატორე ლისიტრა, ილდარ აბდრაზაკოვი, რენე პაპე და სხვ.;

„მად­ლო­ბე­ლი ვარ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი იყო, ვინც ჩე­მი თა­ვი გა­აც­ნო ქარ­თ­ველ მსმე­ნელს. ეს იყო 2001 წე­ლი. ვერ­დის "რეკ­ვი­ე­მი" ჯერ მექ­სი­კა­ში შე­ვას­რუ­ლე და მე­რე უკ­ვე თბი­ლი­სის ოპე­რა­ში“, – მოგვითხრობს ქალბატონი თეა.

2012 წლიდან თეა დემურიშვილი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მომღერლის რეპერტუარშია: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ამნერისი, მადალენა, აზუჩენა, პრესიოლა (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ბედის ძალა"), ადალჯიზა (ბელინი "ნორმა"), სუძუკი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), თაღლითი მელა (იანაჩეკი "თაღლითი მელას თავგადასავალი"), ლიუბავა (რიმსი-კორსაკოვი "სადკო"), ფიოკლა ივანოვნა (მუსორგსკი "ქორწინება") და სხვ.; მრავალფეროვანია მისი საკონცერტო რეპერტუარი. გამოცემულია კომპაქტ-დისკები ქართველი მეცო-სოპრანოს შესრულებით – CD: Vittorio Hnecchi „Cassandra”, 2000; CD: Rimski-Korsakov. “Sadko”, 2000; Mascagni. “Parsina”, 1999.

თეა დემურიშვილი საზღვარგარეთ ძირითადად ორ ქალაქში ცხოვრობს – მილანსა და მადრიდში, სადაც შექმნა მეორე ოჯახი. ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშილი, ანასტასია, რომელიც ჯერ პატარაა და ძერწვითაა გატაცებული. უფროსი შვილი, მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი თბილისში ცხოვრობს. მისი მამა, დათო გველესიანი ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტია. ყველას ეგონა, რომ ანდრია მშობლების გზას გაჰყვებოდა, 12 წლის ასაკში ჯანსუღ კახიძის კაპელაში მღეროდა, მაგრამ მან მსახიობობა არჩია.

„ან­დ­რია თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ანას­ტა­სია - მად­რიდ­ში. ეს ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იმე­დია, ამის გა­მო არ დამ­ძ­რა­ხავთ. თბი­ლი­სი ჩე­მი ქა­ლა­ქია, მაგ­რამ მად­რი­დი არის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ თავს“, – გვიმხელს თეა დემურიშვილი. 

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 146

2. www.opera.ge/State-Opera/Soloists/MezzoSoprano/tea_demurishvili.aspx

3. gza.ambebi.ge/.../2630-qarsthsvesli-mescossopsrasno-da-qckhovsresbaq-thvithsmsfsri...

4. https://www.youtube.com/watch?v=07uq14k0tYc

5. დემურიშვილი, თეა. თეა დემურიშვილი - ცხოვრება სცენაზე : პორტრეტი / ესაუბრა მაშკა ჟვანია // ბომონდი. - თბ., 2008. - ოქტომბერი. - გვ.36-42


 


Share: