The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ანი ტაკიძე

ანი ტაკიძე
Date of birth:13 December, 1972  (45 years)
Category:Musician

Biography

ანი (ანა) ტაკიძე დაიბადა თბილისში, 1972 წლის 13 დეკემბერს მუსიკოსების ოჯახში. მამა, რევაზ ტაკიძე – დირიჟორია; დედა, ქ–ნი ლალი – პიანისტ–კონცერტმაისტერი. ანიმ 1991 წელს დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“ (ფ–ნოს პედაგოგი ლიანა ფირალიშვილი), 1996 წელს კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პროფესორ ნანა ხუბუტიას კლასი. მისივე ხელმძღვანელობით 1998 წელს – ასპირანტურა.

2002-2005 წლებში ანი ტაკიძე იყო DAAD-ის სტიპენდიანტი და სწავლობდა მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის (hochschule für Musik und Theater München) ასპირანტურაში პროფესორ ფრანც მესინგერთან (ფ–ნო), კამერული ანსამბლის კლასში კი ჰელმუტ დოიჩთან (საკონცერტო დახელოვნება). 2005 წელს გახდა მოსკოვის სვიატოსლავ რიხტერის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. იგი ფინალისტებს შორის ერთადერთი მანდილოსანი იყო და მეხუთე პრემია დაიმსახურა. მოსკოვის პრესამ ანის „პუბლიკის საყვარელი პიანისტი“ უწოდა.

2005 წლიდან ანი ტაკიძე არის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოცენტი. პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას. როგორც სოლისტი და ანსამბლისტი მონაწილეობდა ისეთ ფესტივალებში როგორებიცაა: ოლეგ კაგანის სახელობის ფესტივალი კრეუტში (გერმანია, 2010), გიდონ კრემერის კამერული მუსიკის ფესტივალი ლოკენჰაუზში (ავსტრია 2011), "შემოდგომის თბილისი" (2008), თანამედროვე მუსიკის ფესტივალი თბილისში (2008-2010).

პიანისტი თანამშრომლობს ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან: ნიურნბერგის, მინჰენის, ტრიერის, მოსკოვის, დუბროვნიკის, თბილისის Sinfonietta; მუშაობს დირიჟორებთან: ჰიროიუკი ივაკი, მარკ მასტი, ერი კლასი, იური კოჩნევი, რობერტ კანეტი, ნორმან ვიჯაჯა, ვახტანგ კახიძე, რევაზ ტაკიძე, დავით კინწურაშვილი და სხვ.

2012 წელს პიანისტმა ჩაატარა მასტერკლასები DAAD-ის პროგრამით თბილისისა და ჯაკარტის (ინდონეზია) კონსერვატორიებში. გასტროლებით მოიარა: რუსეთი, იუგოსლავია, გერმანია, იტალია, ჰოლანდია...

ანი ტაკიძის რეპერტუარშია: ბ. კვერნაძე – „პოემა“; რ. ლაღიძე – „რონდო–ტოკატა“; საფორტეპიანო კონცერტები: მოცარტი №14, 20, 21, 24; ბეთჰოვენი №2,4,5; ბრამსი №1; შოპენი №1,2; შოსტაკოვიჩი №2; რაველი №2; შუმანის ინტროდუქცია და საკონცერტო allegro (პირველი შესრულება; თბ., 2015, 06, 06); ბეთჰოვენის 32–ე საფორტეპიანო სონატა; ბრამსის საფორტეპიანო პიესები; პროკოფიევის მე–9 სონატა; კამერული რეპერტუარი: სკარლატი, ი.ს. ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუმანი, შოპენი, რაველი და სხვ.
წყარო: 

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. –გვ.445

2. 24hour.itdc.ge/news/story/99257-musikaluri-saghamoebi-tbilisis-konservatorias

3. ტორაძე, გულბათ. რევაზ და ანი ტაკიძეების ბენეფისი / გულბათ ტორაძე // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი. - თბილისი, 2012. - N4. - გვ.47-48


Share: