The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ ჭეიშვილი

არჩილ ჭეიშვილი
Date of birth:1993  (31 years)
Category:Economist

Biography

ბოსტონში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდამ, 23 წლის არჩილ ჭეიშვილმა მეგობრებთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics დააფუძნა. კარიერულ წინსვლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი, სადაც არჩილი საბა ბერიძესთან ერთად Education USA-სა და საერთაშორისო განათლების ცენრის დახმარებით  ჩაირიცხა. 

”ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ოცნების მისაღწევად ვიცოდი, რომ კარგი განათლება დამჭირდებოდა. ღმერთის, ოჯახის, მასწავლებლებისა და მეგობრების დახმარებით ჰარვარდის უნივერსიტეტში მოვხვდი. როდესაც ჰარვარდში ჩავედი, შესასვლელ კარიბჭეზე ეწერა „შედი, რომ სიბრძნეში გაიზარდო“. ამ შეგონებამ მეტი მოტივაცია მომცა, რომ უნივერსიტეტისგან რაც შეიძლება მეტი მიმეღო”, - ამბობს არჩილ ჭეიშვილი.
ჰარვარდში სწავლის პარალელურად, არჩილი უნივერსიტეტში სამი სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო, მათ შორის ერთ-ერთის დამფუძნებელი თავადაა. იგი გახლდათ, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი სტუდენტური ორგანიზაცია Harvard College Entrepreneurship Forum-ის წევრი. 
”ლიდერის პოზიციის დაკავება პირველი კურსიდან მინდოდა. გადავწყვიტე, რომ ჩემი კურსელები ისეთი იდეის გარშემო შემეკრიბა, რომელიც მაინტერესებდა და გამეკეთებინა სტუდენტური ორგანიზაცია. ერთ კვირაში შევქმენი გუნდი და დავაფუძნე ორგანიზაცია, რომელსაც ”ევროპული ბიზნეს ჯგუფი” ჰქვია. ორგანიზაცია ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია ჰარვარდში”, - გვიყვება არჩილ ჭეიშვილი.
მესამე კურსის დასრულების შემდეგ არჩილმა მუშაობა მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ-ფონდში ”Bridgewater Associates” დაიწყო. ის კომპანიაში ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ახორციელებდა. ამ სფეროში გამოცდილება მას უკვე ჰქონდა, რადგან საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ჯერ კიდევ 2007 წელს, 14 წლის ასაკიდან დაიწყო. 
ამ ეტაპზე არჩილი ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics-ის დირექტორი და თანადამფუძნებელია. ”კომპანია ჩემს უნივერსიტეტელებთან ერთად შევქმენი, რომლებიც ჰარვარდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინჟინრები იყვნენ და Google-სა და Facebook-ში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. ჩვენი კომპანია მომავლის თაობის ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს, რომელიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგებაში ეხმარება. ჩემი მიზანია, შევქმნა გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის”, - აღნიშნავს არჩილ ჭეიშვილი. 

არჩილი საქართველოსაც არ ივიწყებს. მან ქართველი მეგობრები დააკავშირა სტუდენტურ ორგანიზაცია Veritas Olympics-თან, რომელიც აწყობს სასკოლო ოლიმპიადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად. Veritas Olympics-ის გენერალური მენეჯერი ლაშა შარიქაძე გვიყვება, რომ ვერიტასელები გახდნენ ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და ყველა წარმატებული ადამიანია. მათ მხარში ამოუდგა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საერთო ძალისხმევით Veritas Olympics-მა უკვე ორჯერ ჩაატარა სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენასა და მათემატიკაში – 2015 წლის შემოდგომაზე და 2016 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი. 
Harvard College Entrepreneurship Forum–ი ოლიმპიადის მთავარი პარტნიორია. ორგანიზაცია ჩართულია ოლიმპიადის ჩატარების პროცესში. მათი მთავარი ინტერესია საქართველოში ნიჭერი ბავშვების აღმოჩენა, მათი წახალისება და ხელშეწყობა სამომავლო წარმატებების მისაღწევად.

წყარო:

1. https://bpn.ge/.../34283-23-tslis-qarthvelma-bostonshi-teqnologiuri-kompania-daafud... 

2. www.osgf.ge › საინფორმაციო რესურსებიახალი ამბები

3. https://sputnik-georgia.com/society/20151027/228903998.html

4. www.veritas.ge/news


Share: