The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაგდა უბილავა

მაგდა უბილავა
Date of birth:197?
Category:Musician

Biography

მაგდა უბილავა ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლებოდა. მუსიკალურ სასწავლებელში მისი პედაგოგი მერი ამაღლობელი გახლდათ, თბილისის სახელწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში - ალექსანდრე გარბერი. პარალელურად, მაგდამ ორღანზე დაკვრის შესწავლა დაიწყო ეთერ მგალობლიშვილთან, მაგრამ მისი ინტერესების სფერო გაცილებით ფართო იყო. მას აინტერესებდა ბაროკოს მუსიკა, მე–19 საუკუნემდე არსებული ძველებური ინსტრუმენტები: კლავესინი, ჩემბალო, პიანოფორტე, ვირჯინალი, სპინეტი და სხვ.; თითოეული მათგანი ხელითაა შექმნილი და ერთმანეთისგან განსხვავებული, განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს. ეს ინსტრუმენტები კი თბილისში ფიზიკურად არ მოიპოვებოდა.

მაგდას გაუმართლა და ფრანგული კულტურის ცენტრის მიერ კონსერვატორიაში ჩამოყვანილი ფრანგი მუსიკოსების დახმარებით გაემგზავრა საფრანგეთში. ჯერ ორკვირიანი სტაჟირება გაიარა პარიზში, შემდეგ სწავლობდა ლიონისა და ლონდონის უმაღლეს კონსერვატორიებში ბაროკოს ინსტრუმენტების განხრით. ამჟამად იგი კლავესინის პროფესორია ლიონის კონსერვატორიაში. ეწევა აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას, ანხორციელებს ჩანაწერებს, თანამშრომლობს მუსიკალურ კვლევით ცენტრებთან.

მაგდა უბილავა ხშირად ჩამოდის საქართველოში კონცერტებით; კონსერვატორიაში ატარებს ლექცია–პრეზენტაციებს ძველებურ მუსიკაზე (კლავესინიდან ფორტეპიანომდე). უკრავს თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად – საქართველოს სინფონიეტა (პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში); ჩამოჰყავს უცხოელი მუსიკოსები და შეძლებისამებრ ჩამოაქვს ბაროკოს ეპოქის კლავიშიანი თუ სიმებიანი ინსტრუმენტები, ბლოკ-ფლეიტები (ხშირად საჩუქრად).

გარდა საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობისა ქართველი მუსიკოსი სამეცნიერო მუშაობითაცაა დაკავებული. აქვს საერთაშორისო პროექტი, სწავლობს მე–17, მე–18 საუკუნეების საკრავებს და აკავშირებს მათ ქართულ ძველებურ საკრავებთან.

წყარო:

1. www.conservatoire.edu.ge/old12/index.php?pgS=3&Id_pg=26&id.. 

2. radio1.ge/ge/videos/view/136995.html 

3. radio1.ge/ge/videos/view/127080.html


Share: