The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


თეონა დევიძე

თეონა დევიძე
Date of birth:1990  (28 years)
Category:Lawyer

Biography

”უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან დიდ დაბრკოლებებთან ერთად, საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პროცესია. ის რომ გაქვს ენის, კულტურის, თვითმყოფადობის, მსოფლმხედველობის სხვაობა რთულია, მაგრამ შესაძლებელია მოერგო და აჰყვე იმ ქვეყნისა და საზოგადოების რიტმს, რომელიც დიდ შესაძლებლობებს გაძლევს და თითოეულ შენში ჩადებულ შრომას გიფასებს. წარმატებისთვის მნიშვნელოვანია შრომა და მცდელობა, სრულად გამოიყენო შენი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები”, - ამბობს იურისტი თეონა დევიძე.

იურისტობაზე ყოველთვის ოცნებობდა. სწორედ ამიტომ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა მაგისტრის ხარისხის მიღება გერმანიაში.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გამიზნულად ჩავაბარე და ამით ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა. თსუ-მა მასწავლა დროის მიზანმიმართულად გამოყენება, და პროფესიული წინსვლის ბაზისი შემიქმნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელების მიზნით გერმანიაში, ბერლინში წავედი. იმის გამო, რომ ქართული სამართლის სისტემა გერმანული სამართლის სისტემას ეფუძნება, შესაბამისად გერმანულ სამოქალაქო სამართალსა და ქართულ სამოქალაქო სამართალს შორის ძალიან მჭიდრო კავშირია. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვოცნებობდი მაგისტრატურაში სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც მინიმალური ფინანსებით შესაძლებლობას გაძლევს მაქსიმალურად მაღალკვალიფიციური ცოდნა მიიღო”, - აღნიშნავს თეონა დევიძე.
სწავლა გააგრძელა პოტსდამის უნივერსიტეტში, შრომისა და სოციალური სამართლის მიმართულებით, მაგრამ ეს უცბად არ მომხდარა. გერმანიაში პირველი წელიწად-ნახევარი ძალიან გაუჭირდა, რადგან ყველა და ყველაფერი უცხო იყო. ენას საფუძვლიანად არ ფლობდა და კვირაში ხუთი დღე, კერძო სკოლაში დადიოდა. თან, როგორც ყველა სხვა სტუდენტი, პარასკევი, შაბათი, კვირა მიმტანად მუშაობდა და თავის თავს თვითონ აფინანსებდა. მაგრამ თანდათანობით ყველა სირთულე დასძლია, პოტსდამის უნივერსიტეტის ბაზაზე 6 თვეში სიღრმისეულად შეისწავლა იურიდიული ენა და ბიზნეს სამართალზე ჩაირიცხა, თუმცა მაღალი გადასახადის გამო, რომელიც 3 000 ევროს შეადგენდა, მიმართულება შეიცვალა და შრომისა და სოციალური სამართალი აირჩია.

”ბევრი სტუდენტის მსგავსად, სწავლის პერიოდში მუშაობა მიხდებოდა. მაგრამ აქ ან უნდა ისწავლო და ან უნდა იმუშაო, ორივე ერთად ამ ქვეყანაში წარმოუდგენელია. ამის გამო სტუდენტური კრედიტის აღება მომიხდა, თუმცა განათლებაში ინვესტიციის ჩადება აუცილებლად ღირს. მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ბერლინის სხვადასხვა ადვოკატურაში, გერმანელ ადვოკატებთან ერთად, ადვოკატის დამხმარედ ვმუშაობდი. ამის შემდეგ იყო საქართველოს საელჩო გერმანიაში, სადაც 3-თვიანი პრაქტიკები გავიარე. საელჩოში მიღებულმა პრაქტიკულმა ცოდნამ, დიპლომატიურ სამყაროს უშუალოდ გაცნობამ კიდევ უფრო შემმატა თავდაჯერებულობისა და მიზანსწრაფულობის შეგრძნება”, - ამბობს ახალგაზრდა იურისტი.
ამჟამად თეონა დევიძე გერმანიასა და ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული სადაზღვევო კომპანია ”ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG”-ის უმცროსი მრჩეველი იურისტია. სირთულეების მიუხედავად მან შეძლო თავის გამოჩენა და დამკვიდრება მისთვის საინტერესო გარემოში:

”იმის გამო, რომ ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა და სადაზღვევო კომპანია დაახლოებით 2 000 თანამშრომელს აერთინებს, მქონდა სურვილი, გამოცდილება ამ დიდ კონცერნში მიმეღო. მომავალისთვის ვფიქრობდი, რომ სადაზღვევო კომპანიაში მიღებული გამოცდილება წარმატებაში უფრო დამეხმარებოდა, ვიდრე საადვოკატო ბიუროში თანაშემწედ მუშაობა. ROLAND Rechtsschutz-Versicherungs-AG-ში მუშაობა ყოველთვის პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. არა მატო მანდანტებთან, არამედ პასუხისმგებლობა უშუალოდ კონცერნთან. ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც უფროსი იურისტის პოსტის დაკავება მომიხდა ორი კვირით. პასუხისმგებლობის გაასმაგებული გრძნობა საკუთარი პროფესიონალიზმის შეფასების საუკეთესო საშუალებაა”, - განაცხადა თეონა დევიძემ.

წყარო:

1. https://bpn.ge/.../35496-27-tslis-theona-devidze-evropashi-cnobili-sadazghvevo-kom...

 
 




Share: