The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ვაჩნაძე

კონსტანტინე ვაჩნაძე
Date of birth:5 December, 1858
Date of death:5 October, 1914  (at 55 years)
Category:Military Person

Biography

კონსტანტინე ივანეს ძე ვაჩნაძე დაიბადა 1858 წლის 5 დეკემბერს სოფ. კოლაგში (ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი).

თავადური წარმოშობის, ლუთერანმა დაამთავრა იაროსლავის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1875 წლის 19 ივლისიდან. მსახურობდა გრენადერთა მე–16 მინგრელსკის პოლკში.

სამხედრო წოდებები: პრაპორშჩიკი (16.04.1878); პოდპორუჩიკი  (18.04.1883); პორუჩიკი (18.04.1887); შტაბს–კაპიტანი (15.03.1895).

1897 წელს კონსტანტინე ვაჩნაძემ ოფიცერთა სამწყობრო სკოლა დაამთავრა და წარმატებით განაგრძო კარიერული წინსვლა: კაპიტანი (15.03.1898); პოდპოლკოვნიკი (26.02.1904); პოლკოვნიკი ( 06.12.1910); იგი რუსეთ–იაპონიისა (1904–1905) და I მსოფლიო ომების მონაწილეა. 1909 წ–დან იყო თბილისის მე-15 გრენადერთა პოლკის მეთაურის მოადგილე; 8 წელი ხელმძღვანელობდა ასეულს, 5 წელი – ბატალიონს. 2014 წლის 20 მარტიდან მეთაურობდა შემახის 205–ე ქვეითთა პოლკს.

კონსტანტინე ვაჩნაძე გარდაიცვალა ომში მიღებული ჭრილობებისგან 1914 წლის 5 ოქტომბერს. მას მიღებული ჰქონდა: წმ. სტანისლავისა (1907) და  წმ. ანას (1909) II ხარისხის ორდენები; 1915 წლის 10 იანვარს კი იგი დააჯილდოვეს წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით, მახვილებითა და ბაფთით. გენერლის წოდება, სავარაუდოდ,  მიენიჭა სიკვდილის შემდეგ.

გენერალ–მაიორი იყო მისი ძმა, ალექსანდრე ვაჩნაძეც.

წყარო: 

1. ria1914.info/index.php?...Вачнадзе_Константин_Иван...

2. დოლიძე . გენერლები საქართველოდან.-თბ.,2003.-გვ.56.


Share: