Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალა სიმონიშვილი![]()
Biographyალა იურის ასული სიმონიშვილი დაიბადა თბილისში, 1959 წლის 10 აპრილს. მუსიკალური განათლება: 1971 წელს დაამთავრა თბილისის №8 მუსიკალური სასწავლებელი (საფორტეპიანო), პედაგოგი: ტიუნინა; 1975 წელს – თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს პედაგოგი: ბ. პაატაშვილი; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია – 1981 წელს საფორტეპიანო განყოფილება, პედაგოგი: ე. ჩიჯავაძე, 1987 წელს – ვოკალური, პედაგოგი: გ. კარიაული. 1990–1994 წლებში მომღერალმა (სოპრანო) სტაჟირება გაიარა იტალიაში, ჯერ ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში, შემდეგ კი პეზაროს როსინის სახელობის აკადემიაში – მარიო მელანის, ა. ძედდას, ა. ტონინის, ჩულეტტის, ს. სეგალინის ხელმძღვანელობით. ალა სიმონიშვილი მონაწილეობდა lle d’itali, მოცარტის, სმეტანასა და როსინის სახელობის საერთაშორისო ფესტივალებში იტალიაში, ესპანეთში და ჩეხეთში. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, უნგრეთში, პოლონეთში, სამხრეთ აფრიკაში, რუსეთში, იაპონიასა და კორეაში. მომღერლის სცენური დებიუტი შედგა ვიოლეტას არიით (ვერდი "ტრავიატა", 1992, ჩეხეთი); შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ოპერებში: მოცარტი "იდომენეოსი", "ყველა ქალი ასე იქცევა", "მითრიდატე პონტოს მეფე", "ასკანიო ალბაში", "ფიგაროს ქორწინება", "დონ ჟუანი"; ბელინი "პურიტანები", "ნორმა", "სომნამბულა"; დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", "ლუკრეცია ბორჯა", "ლინდა დი შამუნი"; ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ფალსტაფი"; პიჩინი "როლანდი"; როსინი "სენიორ ბრუსკინო", "ტანკრედი"; პუჩინი "ბოჰემა"; ჩიმაროზა "არმიდა", ჰაიდნი "ჰასსე", "რუჯიერო"; აგრეთვე: ჰენდელის ”იულიუს კეისარი”, ”მესია”; ბახის პასიონები; მოცარტი, რომელიც ქალბატონ ანას განსაკუთრებით უყვარს; ვერდის რექვიემი; პერგოლეზი; ბოკერინი; როსინი; შიმანოვსკის ”Stabat Mater”; ორფის “Carmina Burana”; მალერის N2 და N4, შოსტაკოვიჩის N14 სიმფონიები; ჰინდემიტის “Das Marien Leben” და სხვ. 1997 წლიდან ალა სიმონიშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ოზიმოს საერთაშორისო საოპერო დაოსტატების აკადემიაში; 2010 წლიდან – პროფესორი, პეზაროს როსინის აკადემიის დოქტორი (1998); როგორც კონსულტანტი სისტემატურად ჩამოდის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ატარებს მასტერკლასებს. აქვს აუდიოჩანაწერები. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 431 2. conservatoire.edu.ge/?m=656
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |