The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ნარიმანიძე

ნიკოლოზ ნარიმანიძე
Date of birth:6 January, 1905
Date of death:23 April, 1975  (at 70 years)
Category:Composer

Biography

ნიკოლოზ ვასილის ძე ნარიმანიძე დაიბადა 1905 წლის 6 იანვარს, თბილისში. 1927–1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი: ს. ვ. ბარხუდარიანი (კომპოზიცია).1937 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია, პედაგოდოგები: მ. გნესინი, რ. გლიერი, ნ. მიასკოვსკი (კომპოზიცია).

შემოქმედებითი მოღვაწეობა ნიკოლოზ ნარიმანიძემ თბილისში დაიწყო. 1927–1929 წლებში იგი დირიჟორობდა სიმფონიურ ორკესტრს გ. პლეხანოვის სახელობის კლუბში. მოსკოვში გადასვლის შემდეგ, 1937–1965 წლებში იყო გამომცემლობა „Музгиз»–ის ფოლკლორული რედაქციის მთავარი რადაქტორი; 1943–1945 წწ. – სრულიად რუსეთის საგასტროლო–საკონცერტო გაერთიანების (ВГКО) მუსიკალური კონსულტანტი; 1945–1948 წწ.  – სსრკ–ის კინემატოგრაფიის სამინისტროს მუსიკალური განყოფილების რედაქტორი; 1949–1965 წწ. – გამომცემლობა"Музыка-ს" რედაქტორი.

კინოში ნიკოლოზ ნარიმანიძე 1939 წლიდან მოღვაწეობდა. დაწერილი აქვს მუსიკა დოკუმენტური ფილმებისთვის: „სამარყანდი“ (1939); „ბუხარა“ (1940); სიახლე სოფელში“ (1941); „შემოდგომა საქართველოში“ (1946) და სხვ.

კომპოზიტორს შექმნილი აქვს: ოპერა "გამზრდელი"(1939); მუსიკალური კომედია "გულითადი საუბარი"(1955); სამი სიმფონია; ორატორია – "გაცილება საბჭოთა არმიაში" (1943, ორი სოლისტისათვის, გუნდისა და ორკესტრისათვის); საორკესტრო სიუიტები: "ქართული საცეკვაო"(1951), „დღე ქართულ კოლმეურნეობაში“ (1951), "საქართველოს სიმფონიური სურათები"(1955), „აფხაზური პოემა ორი ძმა“ (1957); კაპრიჩიო „მშობლიური სიმღერები“ (1952); სიმფონიური ლეგენდა „ორი ძმა“ (1968); ფანტაზიები სიმფონიური ორკესტრისათვის, ექვსი კამერულ–ინსტრუმენტალური სიმებიანი კვარტეტი, ინსტრუმენტული პიესები, გუნდები, სიმღერები, რომანსები, ხალხური სიმღერების გადამუშავებები, მუსიკა კინოფილმებისათვის.

ნიკოლოზ ნარიმანიძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1975 წლის 23 აპრილს.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015. – გვ. 361 

2. Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 160

3. https://dic.academic.ru/dic.nsf/enc.../Нариманидзе 



                                                                                                                       


Share: