The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ურუშაძე

ნიკოლოზ ურუშაძე
Date of birth:1900
Date of death:2000  (at 100 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

ნიკო ურუშაძე დაიბადა 1900 წელს ოზურგეთში, მისი მშობლები იყვნენ ოტია ურუშაძე და მარო ჩხატარაშვილი. ნიკომ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1917 წელს იგი მსახურობდა ქართულ მეოთხე ქვეითთა პოლკში, რომელიც ოსმალებისგან იცავდა ოზურგეთსა და მის მიდამოებს. დამოუკიდებლობის გამოცხადების ამბავი ნიკომ შეიტყო თავის ათასეულში, სოფელ ბახვში.

ნიკო ურუშაძემ სამშობლო 1926 წელს დატოვა და სპეციალური დავალებით მივლინებულ იქნა პარიზში, როგორც საქართველოს სოციალისტ–ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი უცხოეთში. აქ იგი შეხვდა სამსონ ფირცხალავას, პარიზში გამომავალ უცხოეთში მყოფ სოციალისტ–ფედერალისტების კომიტეტის პერიოდულ ორგანო „სახალხო საქმის“( 1826–1935) რედაქტორს და 1927 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა ამ ჟურნალში. მისი პირველი სტატია – „ჩვენი პარტია და ეროვნული მთლიანობის იდეა“, გამოქვეყნებულია „სახალხო საქმის“ 1927 წლის თებერვლის ნომერში. მას შემდეგ ნიკო ურუშაძის წერილები მუდმივად იბეჭდებოდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე.

საფრანგეთში იყო ემიგრირებული ნიკოს უმცროსი ძმა, პოეტი სევერიან ურუშაძეც.

ნიკო ურუშაძე გარდაიცვალა 2000 წელს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. - თბ., 2001. - გვ. 379.

2. ინტერვიუ: ნიკო ურუშაძე // რადიო "თავისუფლება" (მიუნხენი). ქართული რედაქცია: კრებული  (რეპორტაჟები, ინტერვიუები, კორესპონდენციები). II / ლევილის ქართული მამულის ბიბ-კა. - მიუნხენი, 1977.– გვ. 119–124

3. ნიკო ურუშაძის გარდაცვალება // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 2000. - 26 მაისი. - N27(45). - გვ.56-59.


Share: