The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ალშიბაია

Other name:კაკო  (Acronym)
Date of birth:1899
Date of death:1986  (at 87 years)
Category:Economist, Military Person

Biography

პარიზის ქართული ახალშენის თვალში საცემი და კოლორიტული წევრი კონსტანტინე (კაკო) ალშიბაია დაბადებულა 1899 წელს დედულეთში, იმერეთის სოფელ საჩინოში. დედამისი გახლდათ ვერა ლორთქიფანიძე, მამა - ვლადიმერ ალშიბაია ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან იყო. კაკო ნიჭიერი მოწაფე ყოფილა და წარმატებით დაუმთავრებია ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია.

ვინაიდან საბჭოთა ხელისუფლება მკაცრად დევნიდა და ავიწროებდა, კაკო ალშიბაია იძულებული გამხდარა საზღვარგარეთ გადახვეწილიყო. 1922 წელს იგი ჩავიდა გერმანიაში ბიძასთან, გრიგოლ ალშიბაიასთან, რომლის რჩევითაც ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ გადავიდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე, ყველასთვის მოულოდნელად, საფრანგეთში გადასახლდა და 1930 წელს შევიდა „უცხოელთა ლეგიონში“.

კაკო ალშიბაია ლეგიონის რიგებში დარჩა 1942 წლის 23 სექტემბრამდე და მრავალ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელთა მხარეს, აღმოსავლეთის ფრონტზე, რადგან მიაჩნდა რომ ასე შეძლებდა საქართველოს საბჭოეთიდან დახსნას და სამშობლოში დაბრუნებას.

ომის შემდეგ ცხოვრობდა პარიზში. ოჯახი არ შეუქმნია. მისი უმცროსი და იყო  თამარ ალშიბაია, პოლიტიკური მოღვაწისა და ჟურნალისტის ელისე პატარიძის მეუღლე.

კაკო ალშიბაია გარდაიცვალა 1986 წელს. დაკრძალულია ლევილში.

წყარო:

1. კონსტანტინე ალშიბაიას შესანდობარი // გუშაგი. – პარიზი, 1986. – N9. – გვ. 71–73.

 


Share: