The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ვაშაძე

დავით ვაშაძე
Date of birth:1903
Date of death:1987  (at 84 years)
Category:Publicist

Biography

დავით ვაშაძე დაიბადა ჭიათურაში 1903 წელს. სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში. საინჟინრო განათლება გერმანიაში მიიღო.

ემიგრაციაში დავით ვაშაძე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი პუბლიკაციები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „გუშაგი“, „თავისუფლების ტრიბუნა“, „კავკასიონი“ და სხვ.

დავით ვაშაძე დაინტერესებული იყო ქართული ლიტერატურის საკითხებით. ამ მხრივ საყურადღებოა მისი წერილები: „რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს“, სასულიერო მწერლობის მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურაში (გუშაგი, N8, 1986); ვიქტორ ნოზაძისადმი მიძღვნილი წერილი – „ჩვენი ვიქტორი“ (კავკასიონი, N18, 1976); „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ (კავკასიონი, N11, 1966), სადაც მიმოხილულია ქართული მწერლობის გზა; „კნინი რამ აკაკი პაპავაზე“ (კავკასიონი, N10, 1965), ემიგრანტი მწერლისა და მეცნიერის მოღვაწეობაზე და სხვ.

დავით ვაშაძე ქართულ ემიგრაციას დიდ მიზნებს უსახავდა. აკრიტიკებდა ყველა იმ თანამემამულეს, ვინც რაიმე მოსაზრებით, ქართულ საქმეს აბრკოლებდა. წერილში –„მოვიგონოთ“ იგი წერს: „ემიგრაციაში უფრო მეტი ენერგიით და განუწყვეტელი მუყაითობით უნდა ვემსახუროთ ქართველი ერის ეროვნულ აღორძინებას. დაუღლელად უნდა ვამხელდეთ პრესაში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. არ უნდა ვერიდებოდეთ იმ ქართველების მორალურ გატიტვლებას, რომელნიც პირადი კარიერიზმით და უდარდელი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოს გარუსების პოლიტიკას ხელს უწყობენ“ (კავკასიონი, N15, 1971).

დავით ვაშაძე გარდაიცვალა 1987 წელს გერმანიაში, ქალაქ იტცეჰოეში.

წყარო:

1. დავით ვაშაძე //ილია ემიგრანტთა თვალით. ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 263-264

2. ვაშაძე დავით. მოვიგონოთ / დავით ვაშაძე // დაპყრობის 60 წლისთავი, 1921-1981 : კრებული. - პარიზი, 1981. - გვ.39-41

 


Share: