The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ტოგონიძე

Date of birth:1905
Date of death:1999  (at 94 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Poet

Biography

გიორგი ტოგონიძე დაიბადა 1905 წელს. ემიგრაციაში 1929 წელს წავიდა.1930 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა.

1953 წელს გიორგი ტოგონიძემ პარიზში გამოსცა ლექსების კრებული „ლტოლვილის სიმღერა“. მასში შესულია 21 ლექსი და ორი წერილი. თავფურცელი ქართულ და ფრანგულ ენებზეა, ლექსები და მოკლე პოლიტიკურ–ლიტერატურული შენიშვნები ოსმალეთზე – ქართულ ენაზე, ხოლო ქართული ცივილიზაციის ნარკვევი – ფრანგულ ენაზე.

ემიგრანტი პოეტის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა პარიზში გამომავალ ჟურნალ „გუშაგში“: „ფშაველის მწუხრი“, „მტკვარი“, „ჩინართან“ (გუშაგი, N15, 1988); „სამშობლო“, „ჩემი წუხილი“, „ნიკო ფიროსმანი“, „რთველი“, „სანტა მარია“, „ქრის ქარი“ (გუშაგი, N17, 1988).

გიორგი ტოგონიძის პოეზიის შეფასებისას „გუშაგის“ რედაქცია შენიშნავს: „გ. ტოგონიძე ისეთი პოეტია, რომელიც არა მარტო ჩვენს პატარა ემიგრანტულ საზოგადოებას, არამედ აგრეთვე თვით დედა–სამშობლოსაც დაამშვენებდა. მისი ლექსები არ არიან მყვირალნი და მაღალფარდოვანნი, ისინი, ავტორივით მორცხვობამდე მისული თავმდაბლობით ხასიათდებიან, მაგრამ რა სინაზე და რა ღრმა განცდებია მათში ამეტყველებული“ (გუშაგი, N4, 1985).  

გიორგი ტოგონიძე გარდაიცვალა1999 წელს. დაკრძალულია ლევილში.

წყარო:

1. გიორგი ტოგონიძე // ილია ემიგრანტთა თვალით : ტ. 2 / შემდგ.-რედ.: დალი სინჯარაძე, ნათია ბებიაშვილი. - თბილისი, 1996. - გვ.289  


Share: