Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ეკატერინე მწითურიძე![]()
Biographyეკატერინე აკაკის ასული მწითურიძე 1972 წლის 10 იანვარს თბილისში ფარმაცევტისა და გეოლოგის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ჟურნალისტობაზე არ უოცნებია. ჯერ ექიმობა უნდოდა, რადგან სულ ავად იყო, შემდეგ სტილისტობა იტაცებდა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე გახდებოდა. ეკატერინემ განათლება საქართველოში მიიღო, 1994 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიისა და კინოხელოვნების ფაკულტეტები დაამთავრა. ის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრია. ისტორიის ფაკულტეტზე მისი დიპლომი მე–17 საუკუნის იტალიელ მისიონერებს მიეძღვნა, ხოლო კინომცოდნეობაზე – რეჟისორ ოთარ იოსელიანის შემოქმედებას. 1991-94 წლებში ეკატერინე, სწავლის პარალელურად, მუშაობდა ჟურნალ "სინემასა" და გაზეთ "ეკრანის სიახლეებში". ამავე პერიოდში საქართველოს ტელევიზიის "მეორე არხზე" დაიწყო მისი სატელევიზიო კარიერა. 1994 წლიდან ეკატერინე მწითურიძე საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. 1995 წელს მოსკოვის XIX საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზიდენტის, კინორეჟისორ ს. სოლოვიოვის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ რუსეთის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში დაიწყო სამსახური უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი იყო პროგრამა „დილა შვიდობისას“ წამყვანი და კინოს სიახლეებს აცნობდა მაყურებელს, 1996 წლიდან კი იმავე პროგრამაში წაიყვანა საავტორო რუბრიკა, სახელწოდებით – „ეს კინოა". დღეს ეკატერინე მწითურიძე რუსეთსა და ევროპაში კინოს სფეროში ერთ–ერთ ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტად ითვლება. მის აქტივშია: კანისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების, აგრეთვე, ლოს–ანჯელესის AFM–ის (American Film Market ) დიპლომები. 2001 წლის ივნისში იგი FIPRESCI–ის (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია) ჟიურის წევრი იყო 23–ე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2002 წლის მაისში – 55–ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე; 2003 წლის ივნისში იგი გახლდათ 25–ე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის სადებიუტო ფილმების ჟიურის წევრი. 2008 წლის მაისში კი 61–ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში იყო მიწვეული, პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა". "როსკინოც" და "ვარიეტიც" არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა", - აცხადებს ეკატერინე ჟურნალისტებთან საუბრისას. 2014 წლიდან ეკატერინე მწითურიძე სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის კონცეფციის ავტორი და გენერალური პროდიუსერია. იგი არის რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთისა და საერთაშორისო ჟურნალისტთა კავშირისა და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის წევრი; რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ეკატერინე_მწითურიძე 3. https://ru.wikipedia.org/.../Мцитуридзе,_Екатерина_Ак... 4. https://24smi.org/.../18063-ekaterina-mtsituridze.html 5. ეკატერინე მწითურიძე გავლენიან დასავლურ ჟურნალს ჩაუდგა სათავეში / მოამზადა ლელა ზურებიანმა // რეიტინგი. - თბილისი, 2012. - 26 დეკემბერი. - N52(481). - გვ.78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |