The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მარიამ ტოპეშაშვილი

მარიამ ტოპეშაშვილი
Date of birth:1997  (27 years)
Category:Sociologist

Biography

მარიამ ტოპეშაშვილი საქართველოში დაიბადა, მაგრამ ემიგრაციაში გაიზარდა. იგი ოთხი წლის იყო, როდესაც 2001 წელს, მშობლიური ქალაქი, თბილისი, დატოვა და მშობლებთან ერთად, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც ოჯახმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

რიო–დე–ჟანეიროში ჩასულმა მარიამმა ერთი სიტყვაც კი არ იცოდა პორტუგალიურად. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა, ავთანდილ ტოპეშაშვილი, კოპაკაბანას პლაჟზე ლუდს ყიდდა, ხოლო დედამ, ნათელა თანდაშვილმა, რომელიც პროფესიით ექთანი იყო, მხოლოდ ორი წლის შემდეგ იშოვა გიდის სამსახური.

ამჟამად გოგონა ბრაზილიის მოქალაქეა და პორტუგალიურის გარდა, კიდევ ხუთ ენას ფლობს. მშობლები შემოსავლის უმეტეს ნაწილს შვილის განათლებაში ხარჯავდნენ. მარიამი სწავლას დიდ დროს უთმობდა. მან რიოს პრესტიჟული, პედრო II-ის სახელობის კოლეჯი დაამთავრა. პარალელურად, მონაწილეობას იღებდა მათემატიკის, ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში. ამასთან ერთად დიდ დროს უთმობდა მოხალისეობას – წიგნებს უკითხავდა უსინათლოებს.

მარიამი გატაცებულია პოლიტიკითა და ეკონომიკით. 2014 წელს აამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ იგი აირჩია ახალგაზრდობის ელჩად. 2015 წელს მან განათლების ფონდისა და აშშ–ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით საბუთები ამერიკულ უნივერსიტეტებში გაგზავნა და სრული სტიპენდიით ჩაირიცხა ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი, მასაჩუსეტსის შტატი).

მარიამი განიცდის, რომ მისი მამა, ავთანდილი, ვერ მოესწრო ქალიშვილის წარმატებას: „მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე," - ამბობს მარიამი.

ქართველ გოგონას ბრაზილიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ბრაზილიის მომავალ პრეზიდენტსაც უწოდებენ. 2015 წელს მარიამის შესახებ სტატია გამოაქვეყნა უდიდესმა ბრაზილიურმა მედიაკორპორაცია – "გლობომ" (globo.com).

მარიამი ჰარვარდში სწავლას მუშაობასაც უთავსებს. მისი სამუშაო ადგილია: Anheuser-Busch InBev, David Rockefeller Center for Latin American Studies at Harvard-ში და Audioteca Sal @ Luz-ში.

წყარო: 

1. http://g1.globo.com/educacao/noticia/2015/...?fb_ref=Default
2. http://www.ambebi.ge/article/127753-18-clis-kartveli-gogona-romelzec-udidesi-braziliuri...

3. presa.ge/new/?m=diaspora&AID=34259

 




Share: