The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ტატიშვილი

ალექსანდრე ტატიშვილი
Date of birth:9 December, 1901
Date of death:30 December, 1972  (at 71 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Educator

Biography

ალექსანდრე ტატიშვილი დაიბადა 1901წლის, 9 დეკემბერს, ხაშურში. დაამთავრა ხაშურის გიმნაზია. უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტროგრადში და  ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან ოქტომბრის რევოლუციამ მოუსწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ასწავლიდა ხაშურის გიმნაზიაში.

ალექსანდრე ტატიშვილი თავიდანვე ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. ჯერ კიდევ მოწაფეობის დროს იგი ირიცხებოდა სოციალისტ–ფედერალისტური პარტიის რიგებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი გაწევრიანდა სოციალ–დემოკრატიულ პარტიაში და ჩაეწერა ეროვნული გვარდიის რიგებში.

სამშობლოს დასაცავად ალექსანდრე ტატიშვილი აქტიურად მონაწილეობდა გვარდიის ყველა ოპერაციაში, ასრულებდა მნიშვნელოვან პარტიულ დავალებებს. გასაბჭოების შემდეგ იგი გარკვეული დროის მანძილზე დარჩა საქართველოში და აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას.

1928 წლიდან ალექსანდრე ტატიშვილი ემიგრაციაშია. ცხოვრობდა საფრანგეთში, მუშაობდა მძღოლად პარიზში და თავისუფალ დროს თანამშრომლობდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროში. გარკვეული დროით ასრულებდა ლევილის მამულის გამგეობის ხაზინადარის მოვალეობას. იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის პარიზის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ალექსანდრე ტატიშვილი იყო ნოე ჟორდანიას მიერ დაარსებული გაზეთის – „ბრძოლის გზის”, ერთ–ერთი რედაქტორი. ამავე დროს, ისწავლა ხელით აწყობა და გაზეთის მბეჭდავიც გახდა. ხანდაზმულობაში პუბლიცისტური სტატიების წერაც დაიწყო ჟურნალ „კავკასიონში“.

ალექსანდრე ტატიშვილი გარდაიცვალა 1972 წლის 30 დეკემბერს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1. diaspora.gov.ge/?p=2664 

2. ალექსანდრე ტატიშვილი; (1901–1972) // კავკასიონი. – 1972/73. – N16–17. – გვ. 122–123.



 


Share: