The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოდერძი ფირალიშვილი

Date of birth:1768
Date of death:1823  (at 55 years)
Category:Poet

Biography

ქართველი მწიგნობარი პოეტი და მთარგმნელი გოდერძი პავლეს ფირალიშვილი პეტერბურგის ქართული კოლონიის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. საქართველოში ყოფნისას ერეკლე მეფის კარზე დაწინაურებული პირი იყო. 1801 წლიდან  პეტერბურგში ცხოვრობდა და მსახურობდა საგარეო საქმეთა კოლეგიაში  („უცხო მხრის საქმეთა კოლეგიაში“). გოდერძი ფირალიშვილს ახლო ურთიერთობა ჰქონდა პეტერბურგში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებთან და მათთან ერთად იყო ჩაბმული კულტურულ–ლიტერატურულ საქმიანობაში.

გოდერძი ფირალიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და ჯერ კიდევ საქართველოში წერდა ლექსებს. ფირალიშვილს ეკუთვნის „თვითმასწავლებელი ორთა ენათა, ესე იგი რუსთა ქართულისა და ქართველთა რუსულისა“ (პეტერბურგი 1820), „საზოგადო მდივნობა“ (პეტერბურგი 1821), რომელშიც თავმოყრილია ოფიციალური და კერძო მიმოწერის ნიმუშები.

1905 წელს პეტერბურგში გოდერძი ფირალიშვილმა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე ქართულ ენაზე დაწერა ტრაგედია „ინდოეთის მემკვიდრე, ანუ სამშობლოს სიყვარული“, რომელიც არ გამოქვეყნებულა. პიესის ხელნაწერი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია მასზე დაწერილი გამოხმაურებები.

1794-96 წლებში ერეკლე მეფესა და სოლომონ ლიონიძეს შორის მომხდარ უსიამოვნებას (რომელშიც გოდერძი ფირალიშვილსაც რაღაც ბრალი ედებოდა) ეხება ფირალიშვილის ალეგორიული ლექსი „ტორუასა და ნიბლიას გაბაასება“.

გოდერძი ფირალიშვილის ლექსი „გლოვა“ („თუშთა, ფშავთა და ხევსურთაგან გლოვა სანატრელისა და ღვთისადმი განსვენებულისა საქართველოს მეფისა ირაკლი მეორისა“) 1821 წელს პეტერბურგში გამოქვეყენებულ წიგნში „საზოგადო მდივნობა“ დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ გოდრძის სიცოცხლეში გამოცემულ წიგნში ლექსის ავტორად დასახელებულია გოდერძი ფირალიშვილი დღემდე საძიებელ საკითხად არის დარჩენილი ამ ლექსის ავტორის ვინაობა. 1898 წელს ერეკლე მეორის გარდაცვალების ასი წლისთავთან დაკავაშირებით ლექსი დაიბეჭდა როგორც ხალხური შემოქმედების ნიმუში.

წყარო:

1. მახათაძე, ნინო. გოდერძი ფირალიშვილი // "უწყებაი" და "ჰსენებაი". - თბილისი, 1996. - ISBN 5-520-11126-5. - გვ. 100-119.

2. geworld.ge/ge/უცხოეთში-საქართველოსთვი/

3. literatura.mcvane.ge › მთავარი › ლიტერატურა › ბიოგრაფია

4. https://ka.wikipedia.org/wiki/გოდერძი_ფირალიშვილი


Share: