The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ათანასე პეტრიაშვილი

Legal name:ალექსი პეტრიაშვილი
Date of birth:28 September, 1774
Date of death:17 October, 1832  (at 58 years)
Burial location:დონის მონასტერი, მოსკოვი, რუსეთი
Category:Religious leader

Biography

ალექსი პეტრიაშვილი რუსულ საბუთებში „პროტოიერეი პეტრიევად“, შემდეგ კი „აფანასი არხიმანდრიტად“ მოიხსენიება. კახელი აზნაური დაიბადა ყიზლარში 1774 წლის ოცადრვა სექტემბერს. სწავლობდა ასტრახანის სასულიერო სემინარიაში. 1796 წელს ეკურთხა ყიზლარის ტაძრის მღვდალდ. 1798 წელს გადაიყვანეს მუშკეტერთა პოლკში, სამხედრო მღვდლად. პავლე ციციანოვის საქართველოს მთავარმართლებლად დანიშვნისთანავე ალექსი პეტრიაშვილი დეკანოზის ხარისხით 1803 წელს გადაყვანილი იქნა მასთან სამსახურში როგორც განათლებული პირი და რუსულისა და ქართულის საუკეთესო მცოდნე. იმავე წელს დაინიშნა ახლად დაარსებული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად და ამავე დროს თარჯიმნად. ალექსი პეტრიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის კეთილშობილთა სასწავლებლის წარმატების, მისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და თბილისის სტამბის დაარსების საქმეში. იგი მიღებული და დაფასებული იყო რუს მმართველთა წრეებშიც და ქართველ საზოგადოებაშიც, საკმაო გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის საქმეებზე.

1810 წელს ალექსი პეტრიაშვილი კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორობიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა, არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა და ქვათახევის მონასტრის წინამძღვად დაინიშნა. 1814 წელს თბილისში ქართლ–კახეთ–იმერეთის სინოდალური კანტორის დაარსებისთანავე ათანასე დანიშნული იქნა მის წევრად. კანტორის საზეიმო გახსნაზე მან სადღესასწაულო–მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა რუსულ ენაზე. ეგზარქოს თეოფილაქტე რუსანოვის დავალებით 1819 წელს ათანასე მივლინებული იქნა სამეგრელოში  იქაური საეკლესიო ყმების, შემოსავლებისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზუსტი ცნობების შესაკრებად, ასევე იქ რუსული საეკლესიო მმართველობისა და რუსული წესების შემოსაღებად.

ქვათახევის მონასტრის გაუქმების შემდეგ ათანასე ერთხნად  თბილისის ახლადდაარსებული ფერისცვალების (ე. წ. დარიის) მონასტრის წინამძღვარი იყო, მაგრამ მალევე რუსეთს გაემგზავრა. რუსეთში ჯერ მაკარის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, შემდეგ მოსკოვში დონის მონასტრის არქიმანდრიტად, გარდაიცვალა 1832 წლის 17 ოქტომბერს და იქვეა დასაფლავებული.

ათანასე არქიმანდრიტი გრიგოლ ორბელიანის ნათლია იყო.

წყარო:

1. ბერძნიშვილი, მაქსიმე. ათანასე არქიმანდრიტი (1774-1832) // მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი. - თბ., 1980. - გვ.104-106.

2. ღაღანიძე, მერაბ. ორი მღვდელმსახური წიგნიერება-განათლების სამსახურში : ათანასე ამილახვარი და ათანასე ალექსი-მესხიშვილი // ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე : ლიტ. პორტრეტები XVIII-XIX საუკუნეების საქ. საზ. და კულტ. ცხოვრების ალბომიდან / მ. ღაღანიძე. - თბ., 2010. - გვ.38-44.


Share: