The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ერისთავი

მიხეილ ერისთავი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1827
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1894  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, თავადი მიხეილ ერისთავი დაიბადა 1827 წლის 9 თებერვალს, სოფელ კარალეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი), ბიძინა რევაზის ძე ერისთავისა და თამარ იოსების ასულ მელიქიშვილის ოჯახში.

მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომებში. 1877 წელს გახდა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას II ხარისხის ორდენით. გენერლები იყვნენ მისი ძმებიც - ნიკოლოზ და კონსტანტინე ერისთავები.

მიხეილ ერისთავი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1879 წელს იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

გარდაიცვალა 1894 წლის 7 მაისს, თბილისში. დაკრძალეს აქვე, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

წყარო:

1. საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 3. - თბილისი, 2014. - გვ. 61.

2. georgianencyclopedia.ge/index.php/ერისთავი_მიხეილ_ბიძინა


გააზიარე: