The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი
Date of birth:1 January, 1831
Date of death:18 April, 1912  (at 81 years)
Burial location:თბილისის კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამა
Category:Military Person

Biography

ქსნის ერისთავთა შთამომავალი, ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი დაიბადა 1831 წლის 1 იანვარს სოფ. კარალეთში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი). მისი მეუღლე იყო ეკატერინე ზაქარიას ასული სარაჯიშვილი.

ნიკოლოზ ერისთავი მონაწილეობდა ყირიმისა (1853–1856 წწ.) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878 წწ.) ომებში. სამხედრო კარიერის დასაწყისში, 1867 წელს, იყო თერგის ოლქის ჩაჩნეთის ოკრუგის, 1874 წელს – იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს – ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1883 წელს – ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი.

1884 წელს ნიკოლოზ ერისთავს მიენიჭა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ--მაიორის წოდება. 1912 წლიდან გენერალ-ლეიტენანტია.

ხანგრძლივი სამხედრო კარიერის მანძილზე ნიკოლოზ ერისთავი დაჯილდოვებული იყო ოქროს ხმლით; წმ. ანას (I, II), წმ. სტანისლავის (I, II), წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით; მიღებული ჰქონდა, აგრეთვე, თურქული მეჯიდიეს, სპარსეთის ლომისა და მზის და ბუხარის ოქროს ვარსკვლავის (I ხარისხი) ორდენები.

გენერლის მაღალ სამხედრო წოდებას ატარებდნენ ნიკოლოზ ერისთავის ძმები - მიხეილ და კონსტანტინე ერისთავები და შვილები - ალექსანდრე (1873-1955) და გიგუშა  (1875-1947) ერისთავები.

ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი გარდაიცვალა 1912 წლის 18 აპრილს, თბილისში.  დაკრძალულია თბილისის კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.

წყარო:

 1.  საქართველო:  ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. - გვ. 62

2. georgianencyclopedia.ge/index.php/ერისთავი_ნიკოლოზ


Share: