Login |
|
|
English Georgian |
Home |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages. |
დიმიტრი თამაზის (თომას) ძე ორბელიანი
Biographyთავადი დიმიტრი ორბელიანი, გენერალ-მაიორ თამაზ (თომა) მაკარის ძე ორბელიანისა და ქეთევან დავითის ძე ქობულაშვილის უფროსი ვაჟი, დაიბადა 1797 წლის 29 სექტემბერს. 1811 წლიდან დიმიტრი ორბელიანი ირიცხებოდა იმერეთის დედოფალ - ანას ამალაში. 1820 წლიდან მსახურობდა კავალერიაში პორუჩიკის წოდებით. თავი გამოიჩინა კავკასიის მთიელებთან ბრძოლებში. 1825 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის ჩინი. 1929-1939 წლებში იყო ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის ხელმძღვანელი. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის (1828—1829), რუსეთ-ირანისა (1826—1828) და ყირიმის (1853—1856) ომებში. 1842 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით დიმიტრი ორბელიანი დააწინაურეს პოლკოვნიკად, 1845 წლის 6 ივლისს კი გენერალ-მაიორის წოდება უბოძეს. 1839-1848 წლებში იგი მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსში, 1856 წლის 6 აგვისტოს მას მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1857 წლიდან სიკვდილამდე ირიცხებოდა იმავე კორპუსში საგანგებო დავალებათა შემსრულებლის რანგში. დიმიტრი ორბელიანი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი გახლდათ 1848-1856 წლებში. 1820 წლის 17 ივნისს დიმიტრი ორბელიანი დაქორწინდა ბაგრატ ბატონიშვილის ასულ ბარბარე ბაგრატიონ-გრუზინსკაიაზე (1804–1870), გიორგი XII -ის შვილიშვილზე. 1823 წელს ცოლ-ქმარს შეეძინა ქალიშვილი - ვერა. ბარბარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო თბილისის წმ. ნინოს ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. მეუღლის დამსახურებების გამო მას ებოძა წმ. ეკატერინეს ორდენი (მცირე ჯვარი, 08.08.1849). დიმიტრი ორბელიანის ჯილდოებს შორისაა, ორდენები: წმ. ანას მე-3 ხარისხის ბაფთით (1828) და პირველი ხარისხის (1851); წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხისა (1845) და მე-2 ხარისხის (1854) ; წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის (1848);; წმ. გიორგის მე-4 ხარისხის (1867); თეთრი არწივისა (1861) და წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენები; გენერალ-მაიორი იყო დიმიტრის უმცროსის ძმა - მამუკა ორბელიანი. დიმიტრი ორბელიანი გარდაიცვალა 1868 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში. წყარო: 1. https://ru.wikipedia.org/.../Орбелиани,_Дмитрий_Тамаз.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |